სებალიოსი მადრიდშია
"რეალ ბეტისის" ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდში იმყოფება და უახლოს მომავალში "რეალთან" ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სებალიოსი ამჟამად შვებულებაშია მას შემდეგ, რაც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ითამაშა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. თუმცა, როგორც ჩანს მან დროებით შეწყვიტა დასვენება და მოლაპარაკებების გასამართად ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა. მადრიდელებს მისი ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
მისი გამოსასყიდი თანხის გარკვეულ ნაწილს თავად ფეხბურთელიც მიიღებს. კონტრაქტის მიხედვით, მისი ღირებულება 15 მილიონი ევრო იყო, თუმცა "რეალმა" ფსონი გაზარდა და "ბეტისი" სრულად მიიღებს კონტრაქტით განსაზღვრულ თანხას.
სებალიოსი რამდენიმე კვირაში 21 წლის ხდება. მისი დებიუტი ანდალუსიური კლუბის რიგებში 2014 წელს შედგა. მას შემდეგ, მან 108 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლიც გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]