ბუსკეტსი: შეცდომაზე ვერ ვისწავლეთ
სერხიო ბუსკეტსმა "რომასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ახლა პოზიტიური სიტყვების თქმას აზრი არ აქვს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და ეს ის შედეგი არაა, რომლის დაფიქსირებაც გვსურდა. "რომამ" საჯარიმოს მიგვაჯაჭვა და ჩვენ მათ კონტრთამაში ვერ შევთავაზეთ. პოზიციურად არასწორად ვიყავით განლაგებული, მომენტებს ვერ ვქმნიდით.
ასეთი შედეგით ტურნირის დატოვება ორმაგად საწყენია, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ "რომა" ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო. ისიც არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ მომავალში ამის გათვალისწინებას, რადგან წინა სეზონშიც ასპარეზობას ზუსტად ასე გამოვეთიშეთ, მაგრამ გაკვეთილი ვერ მივიღეთ, შეცდომაზე ვერ ვისწავლეთ". - განაცხადა ბუსკეტსმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 41 ]