ბუსკეტსი: შეცდომაზე ვერ ვისწავლეთ

ბუსკეტსი: შეცდომაზე ვერ ვისწავლეთ

სერხიო ბუსკეტსმა "რომასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ახლა პოზიტიური სიტყვების თქმას აზრი არ აქვს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და ეს ის შედეგი არაა, რომლის დაფიქსირებაც გვსურდა. "რომამ" საჯარიმოს მიგვაჯაჭვა და ჩვენ მათ კონტრთამაში ვერ შევთავაზეთ. პოზიციურად არასწორად ვიყავით განლაგებული, მომენტებს ვერ ვქმნიდით.

ასეთი შედეგით ტურნირის დატოვება ორმაგად საწყენია, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ "რომა" ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო. ისიც არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ მომავალში ამის გათვალისწინებას, რადგან წინა სეზონშიც ასპარეზობას ზუსტად ასე გამოვეთიშეთ, მაგრამ გაკვეთილი ვერ მივიღეთ, შეცდომაზე ვერ ვისწავლეთ". - განაცხადა ბუსკეტსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აპრილი 2018 08:22
    0
    მაშIნ ენრიკე იყო მწვრთნელი და მის ხელში წააგო ბარსამ,ის რომ ყოფილიყო ასე არ მოხდებოდა რადგან გამოცდილება ქონდა უკვე,ვალვერდეს კი ჩემპიონთა ლიგზე ვაფშე არ აქვს გამოცდილება.მხოლოდ მწვრთნელს ნუ დავაბრალებთ,ფეხბურთელები არ ტოკდებოდნენ ,ხეებივით იდგნენ .ნორმალრად თამაშს,ბურთის კონტროლს და მარტივი სიტოაციებიდან გამოსალის პოვნას მწვრთნელი არ სჭირდება,ენრიკეს მთავარი დანაშაული მეორე ტაიმია,ცვლილებები საერთოდ როდის გააკეთა,მე-80 წუთზე.სემედუ,დემბელე და დენისი.ამ სამი ფეხბურთელის სკამზე დასმით მიიღო ის შეეგი რო როცა დასჭIრდა მაშინ ვეღარ გამოიყენა ეს ფეხბურთელები.ენრიკეც ასეთი იყო.დაველოდოთ კიდევ ერთი წლით,რეალს კი არც შევედაროთ.საუკუნე დაგვჭირდება ჩემპიონთა ლიგის თAსებში რო გავუტოლდეთ,სავარაუდოდ წელსაც მოიგებენ,მაგათ კონკურენტს მე ვერ ვხეავ ლიგაზე ,მარა ეს ხომ ფეხბურთია