AS: დე ლიხტი პსჟ-ში გადასვლაზე ფიქრობს
"აიაქსის" ცენტრალური მცველი, მატიას დე ლიხტი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
ესპანური AS-ის ინფორმაციით, ამსტერდამელთა 19 წლის კაპიტანი ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე ფიქრობს.
"ბარსელონას" შეთავაზებამ დე ლიხტი ვერც ფინანსური თვალსაზრისით და ვერც სათამაშო პრაქტიკის გარანტიის თვალსაზრისით ვერ დაარწმუნა.
ამაში მნიშვნელოვანი როლი ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ლეონარდო არაუხომ ითამაშა, რომელიც პსჟ-ში სპორტული დირექტორის პოსტზე დაბრუნდა. მას ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]