ხავიერ მასკერანო: მესის არგენტინაში თამაში ქვეყნისა და ლიგისთვის დიდი წარმატება იქნება
"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, ხავიერ მასკერანო სჯერა, რომ ლიონელ მესი კარიერის ბოლო წლებს არგენტინის სუპერლიგაში გაატარებს.
"მსოფლიო ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს დამოკიდებულია მესის სურვილზე, რამდენად უნდა არგენტინაში თამაში. გასათვალისწინებელია ოჯახის ასპექტიც, რამდენად იქნებიან მზად ისინი აქ საცხოვრებლად. ეს პერსონალური საკითხია და გავლენის მოხდენა არავის შეუძლია."
"თუკი ლეო სამომავლოდ არგენტინაში თამაშს გადაწყვეტს, ეს ჩვენი ლიგისა და ქვეყნისთვის, საფეხბურთო ხარისხის თვალსაზრისით, უდიდესი ნახტომი იქნება."
"ჩემი არგენტინაში დაბრუნება მესის მოსვლას ვერ შეედრება. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია." - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Sport.
ხავიერ მასკერანო "ბლაუგრანაში" 2010-2018 წლებში თამაშობდა. კლუბის მაისურით მან 334 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. მასკერანომ ერთადერთი "ბარსელონული" გოლი 2017 წლის 26 აპრილს "ოსასუნას" წინააღმდეგ, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 29 ]