სერჟი რობერტოს საიუბილეო მატჩი
დღეს "ვილიარეალთან" გამართული თამაში (1-2) სერჟი რობერტოსთვის საიუბილეო აღმოჩნდა. "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მე-4 კაპიტანმა "ბლაუგრანას" მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა.
სერჟი რობერტო "ბარსას" სკოლის აკადემიას 14 წლის ასაკში შეუერთდა. მისი დებიუტი პირველ გუნდში 2010 წლის 10 ნოემბერს ესპანეთის თასზე "სეუტას" წინააღმდეგ შეხვედრაში (5-1) შედგა, თუმცა იგი პირველი გუნდის წევრი ოფიციალურად მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში გახდა.
რობერტოს 300 მატჩი ტურნირების მიხედვით ასე ნაწილდება: 195 ლა ლიგაში, 51 ჩემპიონთა ლიგაზე, 46 ესპანეთის თასზე, 5 ესპანეთის სუპერ თასზე, 1 ევროპის სუპერ თასზე და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ესპანელი უნივერსალის ანგარიშზე 10 გოლი და 35 ასისტია.
სერჟის შედეგების ხსენებისას არ შეგვიძლია არ გამოვარჩიოთ მისი ისტორიული და შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც მან 2016/17 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში (6-1) "პარი სენ-ჟერმენს" გაუტანა.
29 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდში 23 ტიტული მოიგო: 6 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 6 ესპანეთის თასი, 5 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ევროპის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
სერჟი რობერტომ მის მე-300 თამაშზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 37 ]