პარი სენ-ჟერმენმა მესის 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა
"ბარსელონას" 33 წლის კაპიტნის, ლიონელ მესის, გადასაბირებლად "პარი სენ-ჟერმენი" ბრძოლას აგრძელებს, იტყობინება მარსელო ბეკლერი.
ბრაზილიელი ჟურნალისტი წერს, რომ პარიზელებმა მესის 2-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომელიც კონტრაქტის მე-3 წლით გახანგრძლივების პირობასაც შეიცავს. პარიზში თვლიან, რომ, ფინანსური თვალსაზრისით, "ბარსელონა" ასეთი წინადადების გაკეთებას ვერ შეძლებს.
ამჟამად, არგენტინელი არცეთი შეთავაზების განხილვას არ აპირებს, ვინაიდან იგი სრულად ლა ლიგის დარჩენილ 6 შეხვედრაზეა კონცენტრირებული.
ამავე წყაროს ცნობით, ჯერჯერობით, "ბარსას" თავისი შეთავაზება არ მოუმზადებია, რადგან ხელმძღვანელობა კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებს, კვლავ, სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ მარსელო ბეკლერი არის ჟურნალისტი, რომელმაც ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერისა და მესის "ბარსადან" წასვლის სურვილის შესახებ იუწყა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]