MD: სევილია კუნდეს 60 მილიონ ევროდ დათმობს

MD: სევილია კუნდეს 60 მილიონ ევროდ დათმობს

"ბარსელონას" 22 წლის ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს, გადაბირება სურს.

Mundo Deportivo წერს, რომ კუნდე "ბარსას" სამწვრთნელო შტაბის ფავორიტია, თუმცა ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება.

სევილიელები მის დათმობას 60 მილიონ ევროზე იაფად არ აპირებენ. მას "სევილიასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

"ბარსასთვის", კუნდეს გადაბირების ერთადერთ გზას ფეხბურთელთა გაცვლა წარმოადგენს. გარკვეულ თანხასთან ერთად, კატალონიელები ტრანსფერში ფრანსიშკუ ტრინკაუს, კონრად დე ლა ფუენტეს ან კლემან ლანგლეს ჩართვას განიხილავენ.

1.78 მეტრის სიმაღლის, თუმცა ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველის შეძენა, "ბლაუგრანასთან" ერთად, მადრიდის "რეალსა" და პრემიერ ლიგიდან რამდენიმე კლუბს სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 7 ივნისი 2021 11:56
    2
    60 მილიონი ბევრია ამისთვის. ლენგლე და უმტიტიში გაცვალონ ან რობერტოში