ბარსელონამ ჰოლანდს ბოლო შეთავაზება გაუკეთა

ბარსელონამ ჰოლანდს ბოლო შეთავაზება გაუკეთა

"ბარსელონა" ერლინგ ჰოლანდის შეძენის იმედს არ კარგავს, თუმცა კატალონიელები არ აპირებენ, ნორვეგიელის წარმომადგენლების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" ჰოლანდის აგენტისა და მამისთვის 50-50 მილიონი ევროს გადახდაზე უარს აცხადებს.

კატალონიური Sport-ის ცნობით "ბლაუგრანამ" ნორვეგიელს საბოლოო შეთავაზება გაუკეთა. კატალონიელები მზად არიან, ფეხბურთელს მომდევნო 5 წლის განმავლობაში 190 მილიონი ევრო გადაუხადონ. ამას "დორტმუნდისთვის" გადასახდელი 75 მილიონი ევრო ემატება.

"ბლაუგრანას" შეთავაზება "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" პირობებს ჩამორჩება, მაგრამ კატალონიაში იმედი აქვთ, რომ ჰოლანდს სპორტული პროექტით მოხიბლავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 31 მარტი 2022 16:47
    2
    ფატი ბრუნდება და სულ არაა საჭირო ჰოლანდში 190 მილიონი 5 წელში, თან ამის 75 მილიონში დაცვის საიმედოდ გაძლიერება შეიძლება.
    ამაში ფულის გადახდას ლაპორტამ ჟოაოზე იჩალიჩოს გრიზმანს პლუს დამატება ან კიდე ვინმე ფეხბურთელი შესთავაზოს იქნებ გამოვიდეს, ჩემი აზრით არაა ეს კომბინაციური სტილის მოთამაშე, ჟოაოს ჩავი იდეალურად მოარგებდა ბარსას სტილს და არც ლიდსის ვინგერში იქნება ფულის გადახდა საჭირო თუ დემბელე დარჩა. ჟოაო ფატი ტორესი დემბელე ობა დეპაი, სრულიად საკმარისი იქნება ნებისმიერი ტიტულისთვის საბრძოლველად. დაცვას მიხედე ლაპორტა დაცვას.
    Culé [?]
    #2 31 მარტი 2022 16:41
    9
    დედამისმა რა დააშავა მაგასაც მივცეთ ერთი 50 მილიონი ბოლოს და ბოლოს მაგან გააჩინა😃
    Culé [?]
    #1 31 მარტი 2022 16:31
    5
    რეალში ეს და მბაპე ვერ გაიყოფენ ლიდერობას. სიტიში გადასვლა არ უნდა, ესპანეთი ურჩევნია და ვრჩებით ჩვენ 😁 მარა ფორვარდის პოზიციაზე ფატი და აუბა გვყავს და ამის მოყვანას ტოპ კლასის მარჯვენა ვინგერის მოყვანა მირჩევნია, თუ დემბელე მიდის.