ოფიციალური ინფორმაცია ბუსკეტსის ტრავმაზე

ოფიციალური ინფორმაცია ბუსკეტსის ტრავმაზე

"სევილიასთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (3-0) "ბარსელონას" კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა კოჭის ტრავმა მიიღო.

დღეს ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა და "ბარსამ" ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბუსკეტსს კოჭის იოგი აქვს დაჭიმული.

გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელს 2-3 კვირა გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ ის ლა ლიგაში "ვილიარეალთან" და "კადისთან", ასევე ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთ შეხვედრას გამოტოვებს. ბუსკეტსის მოედანზე ხილვა საეჭვოა "იუნაიტედთან" განმეორებით მატჩში, ასევე "ალმერიასთან" დაპირისპირებაშიც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 6 თებერვალი 2023 15:13
    3
    ანუ მარტო ჩვენ შეიძლება ევროტურნირების წინ მნიშვნელოვან თამაშამდე 2-3 წამყვანი მოთამაშე გვემტვრეოდეს? რა წყევლაა ესეთი ვერ გავიგე მაგრამ არაუშავს რა მთელი ცხოვრებაა მანჩესტერი ჩვენი სათამაშოა და ეს ეხლაც გაგრძელდება დარწმუნებული ვარ
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 თებერვალი 2023 14:32
    3
    Miewia dambos