ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონია!

ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონია!

"ბარსელონამ" ლა ლიგის 34 ტურში, საჩემპიონო მატჩში "ესპანიოლი" საკუთარ მოედანზე 4-2 გაანადგურა და ლა ლიგის გამარჯვებული გახდა. ანგარიში მე-11 წუთზე ალეხანდრო ბალდეს შესანიშნავი თამაშისა და ასისტის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. მალევე "ბარსას" უპირატესობა ორამდე თავად ბალდემ გაზარდა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ გოლიდან 20 წუთში კი ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.

 მეორე ტაიმში "ბლაუგრანამ" კიდევ ერთი გოლი გაიტანა - ფრენკი დე იონგის ბრწყინვალე ასისტის წყალობით ჟიულ კუნდე თავური დარტყმით ანგარიში 4-0 გახადა და ბალდეს მსგავსად, კატალონიურ კლუბში პირველი გოლი შეაგდო.  "ესპანიოლმა" კი გოლები 73 დ 90 (+2) წუთზე გაიტანა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" საშინაო ლიგა 2018/19 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგეს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავი ერნანდესისათვის ეს მწვრთნელობის ამპლუაში მოგებული ლა ლიგის პირველი ტიტულია, მთლიანად კლუბი კი ამ მხრივ ჩემპიონი 27-ედ გახდა. 

კატალონიელები დამსახურებულ ტიტულს ხვალ ქალთა გუნდთან ერთად იზეიმებენ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 15 მაისი 2023 00:57
    4
    ან მეტი უარესი დეპორტივოსავით მესამე ლიგაში😄😄😄
    გულშემატკივარი [?]
    #13 15 მაისი 2023 00:57
    3
    ესპანიოლს ვულოცავ თავის ადგილზე დაბრუნებას😃პერეს ტებას გამოიღეთ თქვენი გულით საყვარელს უარა უმტიტი დემბელემ
    Culé [?]
    #12 15 მაისი 2023 00:56
    4
    ჰაჰაა ვერ აიტანეს ბარსას ჩემპიონობა მისავე მოედანზე და გამწარებულები შემოვარდნენ მოედანზე ეს ძუკნის შვილები🤣🤣🤣🤣 იმედია გაბუნძულდება ესპნალიონი და საუკუნე ვეღარ ამოვა ლალიგა 2 იდან როგორც მალაგა
    წევრი [?]
    #11 15 მაისი 2023 00:56
    2
    გილოცავთ ხალხო 🔵🔴 🔛🔝
    ფანი [?]
    #10 15 მაისი 2023 00:56
    1
    რამის არ გაგვიძუყნეს ბიჭები გულშემატკივრებმა . კი ვიცოდი რომ მადრიდის შექმნილი კლუბი იყო და ყველაზე არაბარსელონული გუნდია ესპანიოლი მაგრამ მაინც ესეთი აგრესია რატო ქონდათ ვერ მიხვდი სანამ სატურნირო ცხრილს არ შევხედე , თურმე ვარდებიან
    გულშემატკივარი [?]
    #9 15 მაისი 2023 00:55
    1
    გილოცავთ Visca Barca💙❤
    რედაქტორი [?]
    #8 15 მაისი 2023 00:55
    7
    აააააააააააააააააბაააააააა რაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა <3 ჩემი ბიჭები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!გილოცავთ მეგობრებო <3
    Culé [?]
    #7 15 მაისი 2023 00:55
    4
    გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით :)
    მალე მესის დაბრუნებაც მომელოცოს
    გულშემატკივარი [?]
    #6 15 მაისი 2023 00:54
    1
    გილოცავთ ყველას!!!!! barca-4
    VISCA BARCA!
    VISCA CATALUNA!
    წევრი [?]
    #5 15 მაისი 2023 00:54
    1
    gilocavt 💙❤️
    გულშემატკივარი [?]
    #4 15 მაისი 2023 00:54
    1
    გილოცავთ ყველასს <3
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 მაისი 2023 00:54
    2
    გილოცავთ ყველა გულშემატკივარს ეს ერთი და სხვა მრავალი barca-1 მომავალ წელს უფრო მეტი ტირული მიგველოცოს ბიჭებისთვის და ჩვენი თავებისთვის🙃
    წევრი [?]
    #2 15 მაისი 2023 00:54
    2
    გილოცააავთ, ყოველი სეზონის ბოლოს მომელოცოს, წინ ბარსა, მუდამ ბარსა.
    Culé [?]
    #1 15 მაისი 2023 00:54
    4
    გილოცავთ ყველას ესპანიოლის გავარდნაას მაგენი ჩავარდნენ ჰადესში