ბარსელონასთვის იოზუა კიმიხი რეალური ვარიანტია

ბარსელონასთვის იოზუა კიმიხი რეალური ვარიანტია

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" იოზუა კიმიხს ელოდება, რომელმაც "ბაიერნს" წასვლის სურვილზე უნდა შეატყობინოს, შემდეგ კი "ბარსა" გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, "ბარსა" დარწმუნებულია, რომ გერმანელის ტრანსფერი მარტინ სუბიმენდიზე ნაკლები დაჯდება. კიმიხის გარემოცვა ფიქრობს, რომ "ბლაუგრანას" მისი შეძენა €60 მილიონად შეეძლება. ასევე აღსანიშნავია, რომ "ბაიერნი" ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზე, შესაძლოა, თანახმა იყოს, ერთ-ერთი ვარიანტი კი ანსუ ფატია. 

"ბაიერნს" კიმიხის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ფეხბურთელსა და მის აგენტს სჯერათ, რომ როცა კლუბის ხელმძღვანელობას ეტყვიან, რომ იოზუა "ალიანც არენაზე" ბედნიერი არაა, წასვლა შესაძლებელი იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად "ბარსელონამ" აღნიშნული ინფორმაცია უარყო, კატალონიურ კლუბთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ კიმიხი "ბარსასთვის" რეალური ვარიანტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 18 მაისი 2023 16:03
    4
    დე იონგი, კიმიხი, პედრი ძალიან მაგარია, მაგრამ ტყუილად იმედებს ნუ დაიტოვებთ, ამას ბაიერნი არ გამოუშვებს, მითუმეტეს ჩვენთან
    ფანი [?]
    #5 18 მაისი 2023 16:02
    4
    სავარაუდოდ არ გამოვა ეგ ტრანსფერი მაგრამ, კიმიხი-ფრენკი-გავი-პედრი იფ იფ რა იქნებოდაა😕
    Culé [?]
    #4 18 მაისი 2023 16:00
    4
    დაგვცინონ კიდე დაგვცინონ ლივერპულთან გაპაზორდა ბარსელონაო მერე რომაო და აგერ სითიმ გაარასხოდა 1 შავი ლაქა რეალს ნახევარფინალში გაუბაბანეს 4 ჯერ😄😄😄 მერე იყო ბაიერნი რომელიც უდიდესი მარცხი გვაგემა მაგრამ მოვა დრო და მაგასაც გაარასხოდებს ვიღაც ან ისევ ის ბაიერნი რომელიც რევანში სწყურია რეალთან👌😉😄 მერე იკრიჭონ ყველის ვაჭარივით..
    აა ჰო ბოლოს მინდა რომ მაგასაც მოესწროს გულშემატკივარი და ეგეც გარასხოდდეს რეალი ევროპალიგაზე და იქაც გამოაბუნძულოს ვინმემ😄😄😄
    Culé [?]
    #3 18 მაისი 2023 15:58
    3
    კიმიხი არ დატოვებს ბაიერნს, სავარაუდოდ მეტი ხელფასის გამოსაძალავად აშანტაჟებს შვაინებს, ამას ისეთი ხასიათი აქვს ბაიერნს არ დატოვებს არც ერთი გუნდის გამო. 60 მილიონად თუ მართლა გამოიშვებენ ძალიან მაგარი ტრანფერი იქნება.
    [?]
    #2 18 მაისი 2023 15:46
    4
    ციტატა: Robert lewandovski
    ნეტა ჰალას მარგალიტი რაულ ბლანკო, ზიდანოვიჩი ცოცხალია? მაგ უბედურს მერამდენედ უნდა გაუკეთეს გვარდიოლამ უნკნიდან, როჟამ ცხოვრება გაუშხამა და დაუმახინჯა ტიპს 😁😂😂🤣🤣🤣

    მაგაზე უარესიც აღმოცენდა ვიღაც, სახელსაც კი არ დავაკვირდი ისეთი არარაობაა, 3-0 ან 4-0 მგონია თქო და ერთ მეტრიანი ტექსტი დამიციტირა გვარდიოლას განადგურებული გუნდი მანახეო :დ მეთქი რეალის ბალეშიკი მაინც როგორ ამბობ მაგასრაც შეეხება კიმიხს მაინც ვერ წარმომიდგენია ჯერ ბსიერნის დაკერვა, მერე 60 ზე ნაკლებად რო მოგვცენ. 1. კიმიხი ბავარიაზე არ მოახდენს ზეწოლას. 2. ლევას ტრანსფერის მერე ბაიერნის ვითომ თავმოყვარე ბოსობა აღარ წამოვა ტრანსფერზე. 3. რომც დათანხმდეს გაყიდვას 150 მოითხოვენ და ინვალიდი ფატი ვის რათ უნდა. ფრენკიში გაცვლას ან გავი-პედრის მოგვთხოვენ. 60 ად დაგვიხატავენ.
    ლევაზეც წარმოუდგენელი მეგონა და კი დაკერეს საბოლოოდ მარა კიმიხი სხვაა, ამათი აღზრდილი და მომავსლი კაპიტანია. თორე ახალი გამოწვევები შეიძლება როდრისაც მოუნდეს მალე და ვინ იცის. პეპი თუ წავიდა სიტიდან როდრის უნდა ვეცეთ და დავითრიოთ
    მწერალი [?]
    #1 18 მაისი 2023 15:31
    1
    ნეტა ჰალას მარგალიტი რაულ ბლანკო, ზიდანოვიჩი ცოცხალია? მაგ უბედურს მერამდენედ უნდა გაუკეთეს გვარდიოლამ უნკნიდან, როჟამ ცხოვრება გაუშხამა და დაუმახინჯა ტიპს 😁😂😂🤣🤣🤣