ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ვალიადოლიდთან თამაშის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "რეალ ვალიადოლიდთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
სატრანსფერო ბაზარი? სიტუაცია არის ისეთი, როგორიც არის. ადრეც ვთქვი, რომ აქცენტს ვაკეთებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გვყავს. კარგი გუნდი გვყავს.
მარკ ბერნალი შესანიშნავი ფეხბურთელია. რასაც ის 17 წლის ასაკში აკეთებს, დაუჯერებელია. ის ძალიან დაგვაკლდება.
შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ერიკ გარსია "ბარსელონაში" რჩება.
მარკ ბერნალის შემცვლელი? ორი ვარიანტი გვაქვს - მარკ კასადო და ერიკ გარსია. ორივე მათგანს ვენდობი.
ერიკის ბუნებრივი პოზიცია დაცვის ცენტრშია, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან კარგია, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. მთავარია გუნდი და არა ინდივიდები.
იმედი მაქვს, ფრენკი დე იონგს ოპერაცია არ დაჭირდება. არ ვიცი, როდის დაგვიბრუნდება ის. იმედია, ეს სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება.
წინ გრძელი სეზონი გველის. ჩემი მიზანი აქცენტის არსებულ გუნდზე გაკეთება და მაქსიმალურად კარგად მუშაობაა.
ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. გუშინ დავისვენეთ, დღეს კი ვარჯიში და მატჩისთვის მზადება განვაგრძეთ. გუნდი ძალიან კარგად ვარჯიშობს.
ჯონათან ტა? ის ჩვენი ფეხბურთელი არაა. სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. თუ ვინმე ჩვენთან გადმოვა, მასზე ფიქრს ამის შემდეგ დავიწყებ. მანამდე კი არსებულ გუნდზე ვიფიქრებ. ხვალისთვის 18 ფეხბურთელი გვყავს, რაც საკმარისია. ეს ბევრი არაა, მაგრამ საკმარისია.
ფერმინი ჯერჯერობით თამაშში სკამიდან ერთვება, მაგრამ მისი თვისებების გათვალისწინებით მას სასტარტოში მოხვედრა ნებისმიერ დროს შეუძლია.
"რეალ მადრიდის" ცუდი შედეგები? ეს ის საკითხი არაა, რომელზეც ვფიქრობ. ვამჯობინებ, ჩემ გუნდზე ვისაუბრო.
სამ თამაშში კარგი შედეგი ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესების გზები ყოველთვის არსებობს და სწორედ ამას შევეცდებით ხვალ. "ვალიადოლიდი" თავს ძალიან კარგად იცავს და ამ გუნდმა შეტევაც იცის. რთული თამაში გველის.
გასახდელში განსაკუთრებული ატმოსფერო გვაქვს. ყველა პროფესიონალია. მიყვარს ჩემი გუნდი, მისი წევრების ერთმანეთთან დამოკიდებულება, მენტალიტეტი... მხოლოდ ასეთი მიდგომით შეიძლება რაიმეს მოგების იმედი გვქონდეს.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ პირველივე წუთიდან ინსტენსიურად უნდა ითამაშონ და 10 წუთის გასვლას არ უნდა დაელოდონ. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯის სასტვენისთანავე 100%-ით დავიხარჯოთ და არა 80%-ით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]