ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მეტოქე დღეს გაირკვევა
დღეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო წილისყრაა. ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, პლეი ოფების ბადე სრულად გაირკვევა.
"ბარსელონას" პოტენციური მეტოქე სულ ორია. ჰანსი ფლიკის გუნდი მერვედფინალში ან "პარი სენ-ჟერმენს", ან "ბენფიკას" დაუპირისპირდება.
1/8-ფინალის თამაშები 4-5 და 11-12 მარტს გაიმართება. იმის გამო, რომ "ბარსელონა" განთესილია, უკვე ცნობილია, რომ კატალონიელები პირველ შეხვედრას სტუმრად, განმეორებითს კი საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.
წილისყრის პირდაპირ ეთერში ხილვა სილქ უნივერსალსა და Setanta Sports 1-ზე შეგიძლიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]