ოფიციალურად: გამპერის თასი სპოტიფაი კამპ ნოუზე არ გაიმართება
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლის გამპერის თასის თამაში 10 აგვისტოს "სპოტიფაი კამპ ნოუზე" არ გაიმართება.
აქამდე კატალონიურ კლუბს იმედი ჰქონდა, რომ არენის რეკონსტრუქციის ნაწილი 10 აგვისტომდე დასრულდებოდა და "ბლაუგრანა" იტალიურ "კომოს" მშობლიურ სტადიონზე დაუპირისპირდებოდა. თუმცა დღეს "ბარსას" ქალაქის მერიიდან აცნობეს, რომ საჭირო ნებართვის გაცემა ვერ მოესწრება, რისი მიზეზიც სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობაა.
ცნობილია, რომ გამპერის თასს "ბარსას" სათადარიგო არენა, "ესტადი იოჰან კრუიფი" უმასპინძლებს, რომელიც მხოლოდ 6 ათას ადამიანს იტევს. თამაშთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]