მარკ კასადომ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა [MD]
"ბარსელონას" ბანაკიდან ისევ ცუდი სიახლეებია. ამჯერად საქმე გუნდის საყრდენ ნახევარმცველს მარკ კასადოს ეხება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კასადომ დღევანდელი ვარჯიში ფიზიკური დისკომფორტის გამო ნაადრევად დაასრულა. 22 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად უცნობია, მაგრამ მისი დაზიანება სერიოზული არ ჩანს.
კარგი ისაა, რომ ლამინ იამალმა და ალეხანდრო ბალდემ ისევ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ისინი ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნებიან.
ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს "ბარსა ატლეტიკის" მეკარეებმა ედერ ალერმა და ემილიო ბერნადმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 78 ]