ბარსელონა - გამოსავალი ბასტონისთვის

ბარსელონა - გამოსავალი ბასტონისთვის

იტალიაში მიიჩნევენ, რომ ალესანდრო ბასტონისთვის “ბარსელონა” საუკეთესო გამოსავალია იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც ის ეროვნულ ნაკრებში განცდილი მარცხის შემდეგ აღმოჩნდა.

ცენტრალური მცველი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მიიჩნიეს იტალიის მორიგი იმედგაცრუებისთვის, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში ბოსნიასთან შეხვედრაში მისი გაძევება გადამწყვეტი აღმოჩნდა და გუნდმა საბოლოოდ ტურნირზე გასვლა ვერ შეძლო.

იტალიურმა მედიამ ბასტონის თამაში მკაცრად გააკრიტიკა და მისი გაძევება ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეაფასა. ზოგი გამოცემა მის სეზონს “კატასტროფულად” აფასებდა, ხოლო სხვებმა მისი მოქმედება “უაზროდ” შეაფასეს.

გარდა მედიისა, ფეხბურთელი კრიტიკის ობიექტი გახდა გულშემატკივრებშიც. სოციალურ ქსელებში მას და მის მეუღლეს ათასობით შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუტოვეს, რის გამოც მათ კომენტარების შეზღუდვა მოუწიათ.

ამ გარემოებების ფონზე, იტალიაში მიაჩნიათ, რომ ბასტონისთვის საუკეთესო გამოსავალი ქვეყნის დატოვება შეიძლება იყოს, ხოლო “ბარსელონა” იდეალურ ვარიანტად განიხილება.

კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 55-60 მილიონ ევროდ შესაძლებელია და არსებული კრიტიკა მის წასვლას კიდევ უფრო გაამარტივებს.

იტალიის მარცხის შემდეგ ბასტონი მოედანს ძალიან დამწუხრებული ტოვებდა, რაც კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს იმისა, რომ მისი მომავალი უკვე იტალიას აღარ უკავშირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 აპრილი 2026 16:09
    0

    მოვიდეს კი ბატონო, მაგრამ არაუხო 2 არ გაიჩითოს. ასე იყო არაუხოც, ეს ერთი შეცდომაა და ამის მერე დაგლიჯავსო და 3 წელია არაუხოს გამო ვვარდებით ლიგიდან.