ალონსო: "უკანასკნელ წლებში "რეალი" წარმატებულად იბრძვის, "ბარსელონას" წინააღმდეგ"

ალონსო: "უკანასკნელ წლებში "რეალი" წარმატებულად იბრძვის, "ბარსელონას" წინააღმდეგ"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო აცხადებს, რომ იგი კმაყოფილია მისი გუნდის წარმატებული ბრძოლით, რომელსაც "ბარსელონას" წინააღმდეგ უკანასკნელ წლებში ანხორციელებს. ალონსოს სიტყვებით მან და თავისმა თანაგუნდელებმა "ლურჯ-ბროწეულისფრების" ბევრი საიდუმლო ამოხსნეს. 

"ბარსელონას" წინააღმდეგ უკანასკნელ წლებში საკმაოდ კარგად ვიბრძვით. გამარჯვებების და მარცხის ჩათვლით. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვგებულობდით, თუ სად გვაყენებდნენ ისინი დარტყმებს, რომელ პუნქტში აღწევდნენ წარმატებას და ა.შ." - განაცხადა, ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ 2013/2014 სეზონში XXVII ტურის მონაცემებით - კარლო ანჩელოტის შეგირდები ტურნირის სათავეში იმყოფებიან, ხოლო "ბარსელონასთან" უპირატესობა 4 ქულას შეადგენს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 44 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.