კრუიფი: "არ მესმის, როგორ ითამაშებს "ბარსელონა"
ლეგენარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა, რომელიც ოპტიმისტურად უყურებს ლუის სუარესის ტრანსფერს, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კატალონიური კლუბის ხელმძღანელობა.
"არ მესმის, როგორ ითამაშებს კლუბი, რომლის შემადგენლობაში ერთად ითამაშებენ მესი, სუარესი და ნეიმარი. სამივე მათგანი ინდივიდუალური ფეხბურთელია.
ცხადია, მაშინ ეს არის კლუბი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ინდივიდუალობას, ვიდრე გუნდურ თამაშს." - აცხადებს იოჰან კრუიფი.
"ბარსას", სეზონის დასაწყისში, აღნიშნული ფეხბურთელებიდან, შესაძლოა, მხოლოდ მესი ჰყავდეს, რადგან სუარესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ნეიმარს ტრავმა აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 45 ]