"ბარსელონა" ერთპიროვნულად გალიდერდა

"ბარსელონა" ერთპიროვნულად გალიდერდა

ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 2 ტური გავიდა და "ბარსელონა" უკვე ერთპიროვნული ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი ერთადერთია, რომელმაც ლა ლიგაში ორივე თამაშის მოგება მოახერხა.

"ბარსამ" პირველ ტურში "ელჩე" 3:0 გაანადგურა, ხოლო მე-2 ტურში, რთულ მატჩში, "ვილიარეალი" სტუმრად 1:0 დაამარცხა.

"ვილიარეალი" ერთ-ერთი იყო იმ გუნდთაგან, რომლებსაც პირველ ტურში მოგებული ჰქონდათ. "ბარსასთან" წაგების შემდეგ, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" 3 ქულა დარჩა და ის ლიდერებს ჩამოშორდა.

ქულები შაბათ დღეს დაკარგეს "მალაგამ", "ეიბარმა" და "სელტამ". შესაბამისად, კვირას, ასპროცენტიანი შედეგის შენარჩუნების შანსი მხოლოდ "ბარსას", "ვილიარეალს", "რეალსა" და "გრანადას" ჰქონდათ. "ბარსელონა" და "ვილიარეალი" უკვე ვახსენეთ. "რეალმა" "სოსიედადთან" 2:4 წააგო იმის მიუხედავად, რომ 2:0 იგებდა, ხოლო "გრანადამ", ტურის ბოლო შეხვედრაში, "ელჩესთან" ქულები დაკარგა. შედეგად "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია, რომელმაც 2 ტურში 6 ქულა მოაგროვა.

გარდა ამისა, "ბარსელონა" ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორივე მატჩში კარი მშრალად შეინახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 53 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.