ლუის ენრიკე: "რეალის" პრობლემები არ მაღელვებს"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ესპანურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" პრობლემები არ აღელვებს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი XXII ტურში "ატლეტიკომ" გაანადგურა (4:0).
"მე "რეალის" პრობლემები არ მაღელვებს, ეს მხოლოდ მათი საქმეა. ჩვენ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე ვართ კონცენტრირებულნი. ყველა გუნდს აქვს აღმასვლა და ჩავარდნები, მწვრთნელი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი პროგრესირებას განაგრძობს, მაგრამ ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებული, რომ შედეგს მოიტანს. მოდით დაველოდოთ სეზონის დასასრულს და გავიგებთ ვინ იქნება პირველი." - განაცხადა, ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის XXII ტურის შედეგებით მადრიდის "რეალი" 54 ქულით ლიდერობს, რომელსაც "ბარსელონა" 1 ქულით ჩამორჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 53 ]