პედრო: "მესისთან ერთად თამაში ერთ გუნდში - ეს პრივილეგიაა"
კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ლა ლიგის XXIII ტურში "ლევანტესთან" გამარჯვების შემდეგ (5:0) განაცხადა, რომ მისთვის სიამოვნებაა ისეთ თავდამსხმელებთან თამაში, როგორიც ლიონელ მესი და ლუის სუარესია.
"მესისთან ერთად თამაში ერთ გუნდში, ერთ გასახდელში მასთან ერთად ყოფნა - ეს პრივილეგიაა. ის უნიკალური მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის სურს იყოს საუკეთესო. "ლევანტესთან" მატჩში ლეოსთვის კომფორტული იყო მარჯვნიდან თამაში და მე არ ვიყავი წინააღმდეგი გადაადგილება მომეხდინა ცენტრისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე თამაშს მიუჩვეველი ვარ." - განაცხადა, პედრომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 92 ]