„რა გავაკეთოთ ლუის?“ - ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის რისკი

„რა გავაკეთოთ ლუის?“ - ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის რისკი

მოგვიახლოვდა "ელ კლასიკო" - მატჩი, რომელსაც ყველა ელის, მაგრამ, შესაძლოა, "კლასიკომ" ხიბლი ცოტა დაკარგოს და "ბარსას" პრობლემები შეექმნას. რატომ? იმიტომ, რომ ლუის სუარესი ძალიან ახლოსაა დისკვალიფიკაციასთან.

ურუგვაელმა უკვე მე-4 ყვითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციას ერთი ბარათი აშორებს. თუ ეს "ხეტაფესთან" მოხდა, მაინც ცუდი იქნება, რადგან კატალონიელებს "ელ მადრიგალზე" აქვთ სათამაშო "ვილიარეალის" წინააღმდეგ, რომელიც სერიოზული მეტოქეა, განსაკუთრებით, საკუთარ სტადიონზე.

იმ შემთხვევაში, თუ სუარესი არ მიიღებს გაფრთხილებას "ხეტეფესთან" მას შეეძლება თამაში "ვილიარეალთან", მაგრამ "ვილიარეალთან" გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ის "რეალთან" ტოვებს მატჩს. სუარესმა უნდა ეცადოს, რომ გაფრთხილება არ აიკიდოს, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში მას მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შეიძლება, სატურნირო ცხილიდან გამომდინარე, სუარესმა "კლასიკო" რომ გამოტოვოს ბევრი არაფერი დაშავდეს, მაგრამ ეს ხომ "კლასიკოა" - მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ტურნირია ეს, რამდენად მნიშვნელოვანია... "კლასიკო" მაინც "კლასიკოა"!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 52 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bastardos Madrid
    სტუმარი [?]
    #12 11 მარტი 2016 23:56
    2
    თუ მიღებაა ვილიარეალთან გამოტოვოს ჯობია კლასიკოში რო ჩახწვს რონალდოს გოლებით ეგ გაასწორებს და ზედმეტი ფიქრიც არ უნდა იმას რომ კლასიკოს აირჩევს სუარესი,რათ უნდა ამაა ბევრი ფიქრი.
    ასარჩევად გქონდეს საქმე ვილიარელი ან კლასიკოო ვინ აირჩევს ვილიარეალს.
    ალბათ შტერი
    Muse
    სტუმარი [?]
    #11 11 მარტი 2016 23:53
    0
    ისე დიდი ხანია არ დაუსვენია სუარეს და ჯობია ხვალ ყვითელი აიღოს, ვილიარეათან არ გაგვიჭირდება მოგება ნეიმარი და მესი გვყავს კარგ ფორმაში
    metreveli_FCB
    სტუმარი [?]
    #10 11 მარტი 2016 23:53
    0
    ვილიარელთან უნდა გამოტოვოს უეჭველი
    leo13
    სტუმარი [?]
    #9 11 მარტი 2016 23:53
    2
    მე თუ მკითხავ ისევ ხეტაფესთან ჯობს მიიღოს სპეციალურად ყვითელი რაც არ გაუჭირდება და ვილიარეალთან არ ითამაშოს შეიძლება ვილიარეალთან მსაჯობამ რაგაც იჩათლახოს და შეტენონ ყვითელი ბარათი რაც უფრო ცუდია მე თუ მკითხავ მირჩევნია უეჭველი ითამაშოს რეალთან და ვილიარეალი გამოტოვოს smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 მარტი 2016 23:48
    1
    ჯობია ხეტაფესთან მიიღოს ეგრე ჯობია ყველა ვარიანტში რადGან ვილიარეალს მესი ნეიმარის დუეტიც მოუგებს,თან კლასიკოს წინა მატჩს გამოტოვებს და დაისვენებს კლასიკოს მომზადებული შეხვდება 100 % რავი არა გამორიცხული ხეტაფესთან სპეციალურად მიაღებინოს ყვითელი ენრიკემ..
    zura barca
    სტუმარი [?]
    #7 11 მარტი 2016 23:45
    0
    ზედმეტად არ უნდა იაქტიურო სუა...არაა საჭირო ხეტაფესტან თავის შეკვლა...უმტკივნეულოდ უნდა ამოვაძროთ სული ხეტაფეს.... lool
    მეტი ვიდრე სპორტი
    სტუმარი [?]
    #6 11 მარტი 2016 23:44
    0
    მალაგა ვს ხიხონს ვინ უყურებს ?
    Aron Ralston
    სტუმარი [?]
    #5 11 მარტი 2016 23:42
    0
    წყნარად Iქნება ჩVენი ჯეკუნა და არ MიიღEბს გაფრტხილებას:)
    cr(7) real madrid
    სტუმარი [?]
    #4 11 მარტი 2016 23:40
    1
    "klasiko mainc klasikoa" genacvale admin
    claudio bravo 13
    სტუმარი [?]
    #3 11 მარტი 2016 23:37
    3
    ფრთხილათ ითამაშებს და არ მიიღებს
    xaviman
    სტუმარი [?]
    #2 11 მარტი 2016 23:33
    3
    ციტატა: Berlinetta♥
    დაიცა კაცო, მცველია თუ რა , რა აუცილებლობაა ამის ყვითელი, წყნარად იტამაშებს ორივე მატჩს და ეგაა, მერე კლასიკოზე მიიღოს არაა პრობლემა

    ეგ თქვი შენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 მარტი 2016 23:29
    9
    დაიცა კაცო, მცველია თუ რა , რა აუცილებლობაა ამის ყვითელი, წყნარად იტამაშებს ორივე მატჩს და ეგაა, მერე კლასიკოზე მიიღოს არაა პრობლემა
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly