გერმანია კონფედერაციის თასის ფინალშია
კონფედერაციის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს გერმანიისა და მექსიკის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. იოაჰიმ ლიოვის კოლექტივმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლეონ გორეცკამ მატჩის საწყის წუთებში დუბლი გაიფორმა და "ბუნდესნაკრებს" სერიოზული უპირატესობა მიანიჭა. პირველი ნახევარი გერმანელებმა 2-ბურთიანი უპირატესობით დაასრულეს, მეორე ტაიმში კი ტიმო ვერნერმა სხვაობა სამამდე გაზარდა და ინტრიგა გააქრო.
მექსიკელებმა მსოფლიოს ჩემპიონთან 3-ბურთიანი დეფიციტი ვერ აღმოფხვრეს, მაგრამ ფაბიანმა ქომაგებს თავი, სავარაუდოდ ტურნირის საუკეთესო გოლით დაამახსოვრა. მარკომ ტერ შტეგენის კარი შთამბეჭდავი შორეული დარტყმით აიღო.
მექსიკელთა გასროლას ამინ იონესმა სწრაფად უპასუხა და მატჩს წერტილი დაუსვა - 4:1. მიუხედავად ფაბიანის გოლისა, "ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კარგი შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდა კიპერმა ეროვნული გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.
კონფედერაციის თასის ფინალში გერმანიის ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდება, მე-3 ადგილისთვის კი მექსიკა და პორტუგალია იბრძოლებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 54 ]