ჟოან გასპარი: პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს

ჟოან გასპარი: პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს

ჟოან გასპარი "ბარსელონაში" შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც კლუბს სათავეში 2000-03 წლებში ედგა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი. 

"ბართომეუმ უნდა აჩვენოს, რომ "ბარსელონა" ყველაზე მეტად უყვარს და ამ მდგომარეობას ისე მიუდგეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება. ის თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რადგან სიტუაციის გამოსწორების სხვა ვარიანტი არ აქვს. 

ეს სევილიის ღამეს ჰგავს, როცა ყველა ამბობდა, რომ ნუნიესი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ შემდეგ მან დიდი წარმატება მოგვიტანა. 

ჟერარ პიკეს განცხადებას არ ვეთანხმები. მას წინ წლები აქვს. ჩვენ გვყავს ძლიერი ახალგაზრდები და საოცარი ვეტერანები, რომლებსაც "ბარსელონასთვის" ბევრის გაკეთება შეუძლიათ. ეს გვერდი უნდა გადავფურცლოთ და იმ ღამეზე ფიქრით აღარ ვიცხოვროთ". - თქვა გასპარმა და ვარდისფერი სათვალე გაისწორა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 44 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 აგვისტო 2020 23:59
    7
    Houssem Aouar როგორ მინდა ეს ბიჭი ბარსაში 😊
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #3 15 აგვისტო 2020 23:47
    1
    გასპარის ერთი ჭკვიანური განცხადება არ მახსენდება...
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 15 აგვისტო 2020 23:32
    9
    გამოექანეთ შენც და ბართომეუც
    Gaucho86
    სტუმარი [?]
    #1 15 აგვისტო 2020 23:30
    8
    ასე ერთიანად რამ დაა..ევა ეს ხალხი