„ბარსელონამ“ „სევილიასთან“ შეთანხმებას მიაღწია
"ბარსელონა" და "სევილია" შეთანხმდნენ: ივან რაკიტჩი კატალონიური კლუბის ფეხბურთელი გახდა. ოფიციალური ინფორმაცია ტრანსფერის თაობაზე დღეს, მოგვიანებით გამოცხადდება. "ბარსელონას" გადახდილი თანხა ხორვატში არ აღემატება 20 მილიონ ევროს, ასევე, "სევილიაში" არენდის წესების თანახმად ითამაშებს დენის სუარესი.
ორშაბათს დილით, "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკურ საკითხებში, ხავიერ ფაუსი და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა სევილიაში გაემგზავრნენ, სადაც ისინი შეხვდნენ სევილიური კლუბის პრეზიდენტს, ხოსე კასტორსა და სპორტულ დირექტორს, რამონ როდრიგესს.
"ბარსას", ამ დროისთვის, უკვე მიღებული ჰქონდა ფეხბურთელის თანხმობა და "სევილიასთან" დარჩენილი იყო მხოლოდ შეთანხმების მიღწევა ფინანსურ საკითხზე. კატალონიელებმა კლუბს 18 მილიონი შესთავაზეს, ხოლო "სევილიამ" 20 მილიონი ევრო მოითხოვა. საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა, ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 88 ]