"კორდობასთან" მატჩის განაცხადი ცნობილია

"კორდობასთან" მატჩის განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლა ლიგის 35-ე ტურში "კორდობასთან" გასამართი შეხვედრისთვის 18 ფეხბურთელს უხმო.

კატალონიური გუნდის შემადგენლობაში ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ არიან.

განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა ტომას ვერმალენი. მის მსგავსად, "კორდობასთან" მასიპი, დუგლასი, მონტოია და სერხი რობერტო არ ითამაშებენ.

"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, მასკერანო, მატიე, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ინიესტა, რაფინია, პედრო, მესი, სუარესი, ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 77 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.