ნეიმარისთვის ორი მანჩესტერული კლუბი იბრძვის
ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის გარშემო ჭორები არ წყდება.
მოგეხსენებათ, სასამართლო პროცესების დროს ნეიმარის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის ტრანსფერის თაობაზე 190 მილიონ ევროზე უფრო დიდთანხიანი შემოთავაზება არსებობს, თუმცა ასევე დაადასტურა, რომ უმცროსი ნეიმარი კატალონიის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ნეიმარს ყოველწლიურად 35 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო აქტივობა ინგლისის პრემიერ ლიგიდან იყო.
The Sun-ზე დაყრდნობით, 23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელისთვის ორი ინგლისური კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" იბრძვის. "წითელი ეშმაკები" ფავორიტად ითვლებიან, მაგრამ "ქალაქელებს" ხოსეპ გვარდიოლას უპირატესობით სარგებლობა შეუძლიათ, თანაც ნეიმარმა თქვა, რომ პეპის მიერ მომზადებულ გუნდში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 63 ]