„ბარსელონა“ „მანჩესტერს“ სონგს სთავაზობს

„ბარსელონა“ „მანჩესტერს“ სონგს სთავაზობს

"მანჩესტერ იუნაიტედმა", შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანრჯის დროს, ალექს სონგი შეიძინოს. კამერუნელი "ბლაუგრანას" ბანაკში 2012 წელს, "არსენალიდან", 15 მილიონ ფუნტად გადავიდა, თუმცა, ის ვერ გახდა ესპანური გრანდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი.

მიმდინარე ზაფხულს, პრესა აქტიურად საუბრობს 26 წლის ნახევარმცველის, რომლითაც დაინტერესებულნი არიან მთელი რიგი კლუბები, "ბარსელონადან" წასვლაზე.

თუმცა, კლუბს კონკრეტული წინადადებები არ მიუღია, ამიტომ, Daily Mail-ის თანახმად, "ბარსელონამ" თავად გადაწყვიტა მოქმედება და კამერუნელს "მანჩესტერ იუნაიტედს" სთავაზობს. წყარო ამტკიცებს, რომ "ბარსამ" ალექს სონგი ლუი ვან გაალის გუნდს უკვე შესთავაზა, ასე რომ, ტრანსფერი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში განხორციელდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 92 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.