სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | ბოლო დღის ყველა სიახლე

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | ბოლო დღის ყველა სიახლე

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღეა, "ბარსელონას" ტრანსფერებთან დაკავშირებით ინფორმაციას განახლებად რეჟიმში გთავაზობთ:

15:45 | უკანასკნელ დღეებში "ბარსელონა" მაურო იკარდის გარემოცვას დაუკავშირდა, თუმცა, გარიგება ვერ შედგა. [Mercato]

16:24 | "ბარსას" დირექტორი გასულ კვირას მანჩესტერში იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, კლუბი სტერლინგის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა, ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ასევე, "ბლაუგრანას" წარმომადგენელი როდრიგო მორენოს ხელში ჩაგდებასაც ცდილობდა, თუმცა, ჟოან ლაპორტა ფიქრობს, რომ ის კლუბს არ სჭირდება. [GerardRomero]

16:28 | "ბარსელონას", 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია შესთავაზეს, თუმცა კლუბმა შეთავაზება დაბლოკა. [GerardRomero]

16:31 | რიკი პუჩმა შეთავაზებები "გრანადასაგან" და ერედივიზიონის კლუბისგან მიიღო, თუმცა მას წასვლა არ სურს.

16:47 | აგენტი, ჟორჟე მენდეში დიდი მონდომებით ცდილობს, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის ბარტერი განხორციელდეს. საქმე ანტუან გრიზმანს და ჟოაუ ფელიშს ეხებათ. [MD]

16:47 | ჟოაუ ფელიშისა და ანტუან გრიზმანის გაცვლის პროცესი გართულებულია. "ატლეტიკო" ფელიშის სანაცვლოდ თანხის დამატებას მოითხოვს. [RAC1]

16:52 | დიეგო სიმეონეს ფელიშისა და გრიზმანის გაცვლა სურს, თუმცა, "ატლეტიკოს" პრეზიდენტი თანხას მოითხოვს. [XaviTorres

17:03 | "ატლეტიკო" მოლაპარაკებებისთვის მზად არის. [Cadena Ser]

17:10 | "ატლეტიკო" მოლაპარაკებებისათვის კი მზად არის, თუმცა საქმე ანტუან გრიზმანის ტრანსფერს ეხება და, არა - ფელიშისას. [ Reshadrahman]

17:25 | რეი მანაი "სპეციაში" იჯარის წესით გადადის. ყველა დოკუმენტი უკვე ხელმოწერილი და გამზადებულია. [Fabrizio romano].

17:30 | "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ჟოაუ ფელიშისა და ანტუან გრიზმანის ბარტერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა, მხარეებს ესმით, რომ ყველაფრის მოგვარება დღის ბოლომდე ძალიან რთული იქნება. [moillorens]

17:35 | ჟორჟე მენდეში ახლა მოლაპარაკებების პროცესის დასრულებაზე მუშაობს. "ბარსა" და "ატლეტიკო" მოლაპარაკებებს განაგრძობენ. [ESPN]

18:40 | ლისაბონის "სპორტინგი" ნუნუ მენდეშის გაყიდვას დათანახმდა - 19 წლის ფეხბურთელის აგენტი, მიგელ პინიო მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან აწარმოებს, მათ შორის, "ბარსელონასთანაც". [pedromsepulveda]

18:57 | "ბარსელონასა" და საულ ნიგესს შორის არაფერი ხდება. ერთადერთი კლუბი, რომელსაც მისი იჯარით აყვანა სურს (გამოსყიდვის უფლებით), "ჩელსია". ესპანელს "ატლეტიკოდან" წასვლა სურს - მოლაპარაკებები გრძელდება. [fabrizioromano]

18:58 | "ატლეტიკოს" გრიზმანის იჯარით აყვანა სურს, თუმცა, ამ მომენტისთვის, მადრიდელები ჟოაუ ფელიშის გარიგებაში ჩართვას არ აპირებენ. [md]

19:32 | "ატლეტიკო" ყოველთვის ერთ პოზიციას იკავებდა - მადრიდულ კლუბს არ სურს, რომ ფელიშმა კლუბი ახლა დატოვოს. [fabrizioromano]

✅19:33 | სერია A-მ რეი მანაის ტრანსფერი დაადასტურა.

19:37 | ანტუან გრიზმანის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელის "ატლეტიკოში" დაბრუნება გამორიცხული არ არის. [RMCSport]

19:38 | "ატლეტიკო" და "ბარსელონა" გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ჟოაუ ფელიშის გარიგებაში ჩართვა არ განიხილება. [RMCSport]

19:43 | გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებები სწრაფად პროგრესირებს. საუბარია, 50 მილიონი ევროს გადახდაზე. იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" ამას არ დათანხმდება, "ბარსა" ფეხბურთელს იჯარის წესით გაუშვებს. [L'Equipe]

19:59 | "ბარსელონამ" "ლაიფციგს" დანი ოლმოს სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო შესთავაზა - მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია - ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. [MD]

20:09 | "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის მოლაპარაკებები დასრულებულია. მადრიდელებს გრიზმანის იჯარით აყვანა არ სურთ. [mattemoretto]

20:13 | "ბარსამ" ოლმოს დაუკავშირდა, თუმცა "ლაიფციგს" კლუბისაგან ოფიციალური შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია. მოთამაშე 100%-ით გერმანიაში დარჩება. [SkySports]

✅ 20:15 | ოფიციალურად, ილაიშ მორიბა "ლაიფციგში" გადაბარგდა.

❌20:16 | "ბარსელონას" დანი ოლმოს შეძენის შანსი აღარ აქვს. "ლაიფციგი" დანის თაობაზე შეთავაზებების განხილვას არ აპირებს. [Fabrizioromano]

20:28 | გრიზმანი მზადაა, რომ "ატლეტიკოში" დაბრუნდეს. ფრანგი მადრიდული კლუბისაგან შემოთავაზებას ელოდება. [Sport]

20:54 | "ატლეტიკო" ამჟამად გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით ფინანსებს სწავლობს. [Goal]

21:00 | "ბარსელონამ" რეი მანაის წასვლა დაადასტურა.

21:12 | "ბარსელონას" კავანის გადაბირების იმედი კვლავ აქვს [gerardromero]

21:22 | დიდიე დეშამი (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი):"ანტუან გრიზმანისა და კილიან მბაპეს მომავალი რამდენიმე საათში გაირკვევა, თუმცა მგონია, რომ ყველაფერი ახლაც ვიცით".

✅21:30 | ოფიციალურად: ემერსონი "ტოტენჰემში" ითამაშებს.

21:38 | "დანი ოლმოს გარემოცვამ მითხრა, რომ "ბარსელონას მისთვის დღეს შეთავაზებით არ მოუმართავს. [Aguilar]

21:46 | "ბარსელონა" სევილიასთან მოლაპარაკებებს ლუკ დე იონგის თაობაზე აწარმოებს. გარიგებაში მირალემ პიანიჩის ჩართვაც განიხილება. [Sport]

❌ 21:48 | "ბორუსიას" ოსკარ მინგესას იჯარით აყვანა სურდა, თუმცა, რონალდ კუმანმა მის გაშვებაზე უარი განაცხადა. [RadioCat]

22:10 | ალექს კოლიადო "ბარსელონას" ტოვებს და "შეფილდ იუნაიტედში" გადადის,. [fabrizio romano]

22:29 | გრიზმანის "ატლეტიკოში" ტრანსფერი გარდაუვალია. კლუბები ხელშეკრულებისათვის სწორი ფორმულის შემუშავებაზე მუშაობენ. [Sky]

22:47 | ფაბრიციო რომანო "ბარსელონას" ლუკ დე იონგის მიმართ ინტერესს ადასტურებს.

❗️22:51 | "ბარსელონამ" ლუკ დე იონგთან პერსონალური პირობები შეათანხმა. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. [fabrizioromano]

22:59 | "ბარსასა" და "ატლეტიკოს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს - დიდი ალბატობით, გრიზმანი მადრიდულ კლუბში იჯარით დაბრუნდება (გამოსყიდვის უფლებით). [fabrizioromano]

23:07 | 3 საათი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე: გრიზმანი "ატლეტიკოს" უახლოვდება, ლუკ დე იონგი კი - "ბარსელონას". [albert_roge]

23:10 | გრიზმანის გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტი დადასტურებული არ არის. "ატლეტიკო" მის ყიდვას ცდილობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. [MatteMoretto]

23:23 | "ბარსელონა" და "ატლეტიკო" შეთანხმებას უახლოვდებიან - გრიზმანი "როხიბლანკოში" იჯარით გადავა, სეზონის ბოლოს კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. [RMCsport]

23:25 | სრული შეთანხმება "ბარსასა" და "ატლეტიკოს" შორის - მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ. ამასთან, კატალონიელები ლუკ დე იონგთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებენ. [fabrizioromano]

✅23:29 | ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ერკულესიდან" 19 წლის ფეხბურთელი, აბდესამად ეზალზული გადაიბირა - კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. მაროკოელი 2024+2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი კი 200 მილიონი ევრო იქნება.

❗️23:30 | გრიზმანი "ატლეტიკოში" გადადის - ყველაფერი შეთანხმებულია [lequipe]

❗️23:50 | "ბარსა" ლუკ დე იონგის გარდა მოლაპარაკებებს სხვა ფეხბურთელთანაც აწარმოებს. [ESPN]

🚨🚨🚨 00:08| ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს შეუერთდა. იჯარა 2022 წლის ზაფზულამდე იქნება გათვლილი. [fabrizioromano]

00:18 |"ის ფაქტი, რომ ბარსა გრიზმანს ატლეტიკოში უშვებს და მას იაფფასიანი ლუკ დე იონგით ანაცვლებს მაფიქრებინებს, რომ კლუბი მომავალ ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება" [Albertroge].

00:24 | გრიზმანის "ატლეტიკოში" დაბრუნების თემა თვეებია მუშავდება. [RMCsport]

🚨🚨🚨00:40 | ლუკ დე იონგის გაოფიციალურება დროის საქმეა. [fabrizio romano]

00:42 | ლუკ დე იონგი ბარსელონას ბოლო შენაძენი იქნება. კლუბი მეტს არავის დაიმატებს. [moillorenes]

00:50 | "სევილიას" ლუკ დეი ონგის იჯარაში თანხის აღება სურს. [ESPN]

01:15 | "სევილია" ლუკ დე იონგის ტრანსფერიდან 1-2 მილიონ ევროს მიიღებს. [cope]

🚨🚨🚨01:33 | ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოში" ტრანსფერი საფრთხეშია. ყველაფერი საულის "ჩელსიში" გადაბარგებაზეა დამოკიდებული, რაც გარკვეულ პრობლემებს შექმნის. [Rac1].

01:35 | ლუკ დე იონგის მიმართ ინტერესს მხოლოდ რონალდ კუმანი იჩენდა. "ბარსას" დირექტორები ნიდერლანდელის შეძენის წინააღმდეგი იყვნენ. თუმცა, დღეს კლუბმა მოლაპარაკებები მაინც დაიწყო. [ESPN]

❗️❗️❗️ 01:39 | "ბარსელონას" ორივე გარიგება ჩაშლის პირასაა. [gerardromero]

01:41 | "ბარსელონასთან დაახლოებული პირებისაგან ვიცი, რომ გრიზმანის ოპერაცია დასრულებული ჯერ არ არის" - SER-ის ჟურნალისტი. [Adria Betis]

01:44 | "ბარსელონას" გარემოცვას ვკითხე, ოპტიმისტურად იყვნენ თუ არა განწყობილი გრიზმანის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშიებით და პასუხად მივიღე: "არა". -SER-ის ჟურნალისტი. [Adria Betis]

❗️❗️❗️01:48 | "ვიმეორებ, ტრანსფერების თაობაზე დასტური გაცემულია "ჩელსისგანაც", "ატლეტიკოსგანაც" და "ბარსასგანაც". მოსაგვარებელი მხოლოდ ქაღალდები დარჩა, რაც უბრალოდ დროის საქმეა"  - [fabrizioromano]

02:00 | ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!

02:03 | ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი გაითიშა.

02:04 | "ბარსელონას" დირექტორები ჯერაც ოფისში არიან. 

02:11 | "ჩელსის" საულის შესაძენად დრო კიდევ აქვს, თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ანტუან გრიზმანისა და "ატლეტიკოსათვის" დახურულია. ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონაში" დარჩება. შესაბამისად,, კატალონიელები ლუკ დე იონგის ტრანსფერსაც ვერ განახორციელებენ.

02:26 | ფაბრიციო რომანო: საულის "ჩელსიში" ტრანსფერი დასრულდა. "ბარსელონას" ანტუან გრიზმანისა და ლუკ დე იონგის ტრანსფერების დასასრულებლად 20 წუთი მისცეს. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

02:36 | ლა ლიგამ გრიზმანის ტრანსფერის დოკუმენტაცია დაადასტურა.

02:46 | "ჩელსიმ" საულის ტრანსფერი დაადასტურა. ველოდებით გრიზმანისა და დე იონგის ტრანსფერების გაოფიციალურებას.

03:05 | ლა ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გრიზმანისა და დე იონგის ტრანსფერების დოკუმენტაცია დროულად წარუდგინეს. ახლა ამ დოკუმენტაციის შესწავლის დროა.

03:25 | ოფიციალურად: ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოში" დაბრუნდა.

04:58 | ლა ლიგა ლუკ დე იონგის ტრანსფერის დოკუმენტაციას ჯერ კიდევ სწავლობს. ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 243 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ჯორჯ
    სტუმარი [?]
    #123 1 სექტემბერი 2021 00:12
    0
    გრიზმანი რომ მიდის კაი კია მაგის საცოდავობას ვეღარ ვუძლებ მაგრამ რაის დე იონგი
    Norman Bates
    სტუმარი [?]
    #122 1 სექტემბერი 2021 00:09
    2
    კიდე ერთხელ დაგვაჯვა სერესომ თავზე. არც ფელიში მოგვცა, არც საული, გრიზმანი უფასოდ წაიყვანა და გამოსყიდვის ვალდებულებაც არ აიღო.
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #121 1 სექტემბერი 2021 00:08
    0
    ციტატა: Clever liar
    ბარემ ბრეითვეიტიც წაათრიონ და რა ლუკ დეიონგი რის ლუკ შლანგიონგი საიდან მოიტანეს :)))

    ლაპორტამ მოასწრო დილით ალბათ მაგ უპატონომ😁ბოლო წლები რასაც მივახწიეთ ის შესაფერისები მოყავთ 🤦‍♂️
    Culé [?]
    #120 1 სექტემბერი 2021 00:07
    1
    ბარემ ბრეითვეიტიც წაათრიონ და რა ლუკ დეიონგი რის ლუკ შლანგიონგი საიდან მოიტანეს :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #119 1 სექტემბერი 2021 00:02
    1
    ეუუუ და 2 კვირაში ბავარიასთან ვთამაშობთ მგონი ალიანც არენაზე,კამპ ნოუზე კიდევ რაღაც იმედი მქონდა,მაგრამ.....კუმანი ნახ ჰაუზე,ლენგლე,უმტიტი,დემბელე,პიანიჩი ესენიც გაყვენენ არ შეიძლება?როდემდე უნდა ვითმინოთ ცოდოები ვართ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #118 1 სექტემბერი 2021 00:02
    1
    ციტატა: Sergio5
    ერთადერთი ვარიანტია და იმედი მაქვს რო ეგაა და შემდეგი ზაფხულისთვის აგროვებენ ფულს, სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობ

    იმედია მაგრამ იჯარით უშვებენ და გამოსყიდვის ვალდებულებას არ ითხოვენ ვინ გამოისყიდის არც არავინ შემდეგ კიდევ ერთი წლით გააგრძელებენ იჯარას :D
    ფანი [?]
    #117 31 აგვისტო 2021 23:55
    0
    ციტატა: Alien messi
    ციტატა: zecterr
    ციტატა: zecterr
    ციტატა: Alien messi
    ციტატა: zecterr
    აი დილას რომ გავიღვიძებთ მაგარი *** ტრანსფერი დაგხვდება 😄 აი ვიღაც სეგუნდა დივიზიონიდან ემრუზ ფათახ ოღლი გრიზმანის შემცვლელად 😄

    დამიჯერე გრიზმანზე ცუდად არავინ ითამაშებს🤣 თუნდ სლენგლე აწიონ ფორვარდად🤣🤣


    ბოლო წამებზე უყვართ საქმის კეთება 😄 ქართველებივით არიან სანამ კვერცხი არ მოაწვეა 😄 კიკინებით რო გამოვიდა გრიზი მოედანზე აი მანდ დასრულდა მაგის კარიერა 😄

    23:29 | ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ერკულესიდან" 19 წლის ფეხბურთელი, აბდესამად ეზალზული გადაიბირა - კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. მაროკოელი 2024+2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი კი 200 მილიონი ევრო იქნება. ხო ვთქვიიი 💩😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀

    საღოლ ძმაო😂😂😂😂😂😂😂😂😂

    ვინ ჩემი ფეხებია ფაბრიციო რომანო თუ ვიღაც ჯანდაბა 😀
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #116 31 აგვისტო 2021 23:55
    1
    barcamen,
    მეეჭვება მბაპე რეალში გადავიდეს, როგორც გავიგე პერესმა 220 მილიონი შესთავაზა ბოლოს და უარი უთხრეს
    Culé [?]
    #115 31 აგვისტო 2021 23:52
    1
    ციტატა: La Pulga10
    რა ეზალზული რა ეზალზული ბიჭო გრიზმანს იჯარით რატონ უშვებენ რატო.

    გამოსყიდვის ვალდებულება მაინც მოითხოვონ. მარაზმია უკვე რაც ხდება
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #114 31 აგვისტო 2021 23:52
    2
    ერთადერთი ვარიანტია და იმედი მაქვს რო ეგაა და შემდეგი ზაფხულისთვის აგროვებენ ფულს, სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობ
    Culé [?]
    #113 31 აგვისტო 2021 23:51
    0
    ციტატა: zecterr
    ციტატა: zecterr
    ციტატა: Alien messi
    ციტატა: zecterr
    აი დილას რომ გავიღვიძებთ მაგარი *** ტრანსფერი დაგხვდება 😄 აი ვიღაც სეგუნდა დივიზიონიდან ემრუზ ფათახ ოღლი გრიზმანის შემცვლელად 😄

    დამიჯერე გრიზმანზე ცუდად არავინ ითამაშებს🤣 თუნდ სლენგლე აწიონ ფორვარდად🤣🤣


    ბოლო წამებზე უყვართ საქმის კეთება 😄 ქართველებივით არიან სანამ კვერცხი არ მოაწვეა 😄 კიკინებით რო გამოვიდა გრიზი მოედანზე აი მანდ დასრულდა მაგის კარიერა 😄

    23:29 | ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ერკულესიდან" 19 წლის ფეხბურთელი, აბდესამად ეზალზული გადაიბირა - კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. მაროკოელი 2024+2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი კი 200 მილიონი ევრო იქნება. ხო ვთქვიიი 💩😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀

    საღოლ ძმაო😂😂😂😂😂😂😂😂😂
    barcamen
    სტუმარი [?]
    #112 31 აგვისტო 2021 23:48
    0
    იმედია რეალი მბაპეს ვერ გაიფორმებს თორე დაგვერხევა მაგრად.ლა ლიგაზეც აღარ გვექნება წელს არაფრის შანსი.
    ლაპორტამ ყველაფერში ჩაისვარა და იმედებს ვერ ამართლებს ჯერჯერობით საერთოდ :( :(
    ფანი [?]
    #111 31 აგვისტო 2021 23:46
    1
    ციტატა: zecterr
    ციტატა: Alien messi
    ციტატა: zecterr
    აი დილას რომ გავიღვიძებთ მაგარი *** ტრანსფერი დაგხვდება 😄 აი ვიღაც სეგუნდა დივიზიონიდან ემრუზ ფათახ ოღლი გრიზმანის შემცვლელად 😄

    დამიჯერე გრიზმანზე ცუდად არავინ ითამაშებს🤣 თუნდ სლენგლე აწიონ ფორვარდად🤣🤣


    ბოლო წამებზე უყვართ საქმის კეთება 😄 ქართველებივით არიან სანამ კვერცხი არ მოაწვეა 😄 კიკინებით რო გამოვიდა გრიზი მოედანზე აი მანდ დასრულდა მაგის კარიერა 😄

    23:29 | ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ერკულესიდან" 19 წლის ფეხბურთელი, აბდესამად ეზალზული გადაიბირა - კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. მაროკოელი 2024+2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი კი 200 მილიონი ევრო იქნება. ხო ვთქვიიი 💩😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀
    Culé [?]
    #110 31 აგვისტო 2021 23:46
    2
    სამწუხაროდ მგონი მილანზე უარესი პერიოდი გველის წინ. გრიზმანი ფაქტია რო ვერ თამაშობს, მაგრამ ჩოლო ეგრევე აათამაშებს. ლაპორდტას არ აქვს არაფრის იმედი ეტყობა და ატლეტიკოს ეხმარება ლა ლიგის მოგებაში რეალის წინააგმდეგ ისე გრმადაა კლიბი განავალში რო ყარს უკვე. საქმე ისაა დეიონგი რამდენხანს გაუძლებს ასეთ დონეს და წასვლა არ მოუნდება ? ჰალანდიო ყველას ეგ უნდა მაგრამ არაა იმდენად იდიოტი დეპაისთან და ლუკ დეიონგთან ერთად თამაშზე ოცნებობდეს ისედაც ბარსელონაზე უკეთეს გუნდშია
    Culé [?]
    #109 31 აგვისტო 2021 23:42
    2
    ბარსა უფსკრულისკენ მიექანება მთელი სვლით, საშუალო დონის ფეხბურთელებით ტენიან გუნდს და მწვრთნელი ხომ ვაბშე. კუმანის სურვილია ეს, გრიზმანის გაშვება და დე იონგის დამატება, სლეპორტაც უსრულებს სურვილს, გეგონება წლის ბოლოს სხვა მწვრთნელი არ გვყავდეს მოსაძებნი. ყელშია უკვე ყველაფერი, კლუბი ასე უპატივცემლოდ ეპყრობოდეს გულშემატკივრებს არ შეიძლება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #108 31 აგვისტო 2021 23:42
    0
    რა ეზალზული რა ეზალზული ბიჭო გრიზმანს იჯარით რატონ უშვებენ რატო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Anti-madridistaaa
    სტუმარი [?]
    #107 31 აგვისტო 2021 23:36
    1
    CHEPE,
    ემერსონი წავიდა ძმა
    barcamen
    სტუმარი [?]
    #106 31 აგვისტო 2021 23:31
    2
    გრიზმანს ძაან გადაეკიდნენ რაღაც..ვისი გაშვებაც საჭიროა ისინი ხელშეუხებელი არიან.
    იმედია ისე მაინც არ გაუშვებენ რამე სარგებელი რო არ მივიღოთ და ფელიშზე გაცვლიან, თუნდაც თანხის დამატების სანაცვლოდ
    Vito Kharshiladze
    სტუმარი [?]
    #105 31 აგვისტო 2021 23:27
    0
    მემგონი გრიზი დარჩება და დეიონგს დავიმატებთ ასე მგონია რატომღაც
    გულშემატკივარი [?]
    #104 31 აგვისტო 2021 23:16
    2
    ოცნება ამიხდა ოღონდ ეს არ ვნახო ბარსას მაისირით კიდე და ეშველება გუნდს რამე