სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | ბოლო დღის ყველა სიახლე
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღეა, "ბარსელონას" ტრანსფერებთან დაკავშირებით ინფორმაციას განახლებად რეჟიმში გთავაზობთ:
15:45 | უკანასკნელ დღეებში "ბარსელონა" მაურო იკარდის გარემოცვას დაუკავშირდა, თუმცა, გარიგება ვერ შედგა. [Mercato]
16:24 | "ბარსას" დირექტორი გასულ კვირას მანჩესტერში იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, კლუბი სტერლინგის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა, ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ასევე, "ბლაუგრანას" წარმომადგენელი როდრიგო მორენოს ხელში ჩაგდებასაც ცდილობდა, თუმცა, ჟოან ლაპორტა ფიქრობს, რომ ის კლუბს არ სჭირდება. [GerardRomero]
16:28 | "ბარსელონას", 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია შესთავაზეს, თუმცა კლუბმა შეთავაზება დაბლოკა. [GerardRomero]
16:31 | რიკი პუჩმა შეთავაზებები "გრანადასაგან" და ერედივიზიონის კლუბისგან მიიღო, თუმცა მას წასვლა არ სურს.
16:47 | აგენტი, ჟორჟე მენდეში დიდი მონდომებით ცდილობს, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის ბარტერი განხორციელდეს. საქმე ანტუან გრიზმანს და ჟოაუ ფელიშს ეხებათ. [MD]
16:47 | ჟოაუ ფელიშისა და ანტუან გრიზმანის გაცვლის პროცესი გართულებულია. "ატლეტიკო" ფელიშის სანაცვლოდ თანხის დამატებას მოითხოვს. [RAC1]
16:52 | დიეგო სიმეონეს ფელიშისა და გრიზმანის გაცვლა სურს, თუმცა, "ატლეტიკოს" პრეზიდენტი თანხას მოითხოვს. [XaviTorres
17:03 | "ატლეტიკო" მოლაპარაკებებისთვის მზად არის. [Cadena Ser]
17:10 | "ატლეტიკო" მოლაპარაკებებისათვის კი მზად არის, თუმცა საქმე ანტუან გრიზმანის ტრანსფერს ეხება და, არა - ფელიშისას. [ Reshadrahman]
✅ 17:25 | რეი მანაი "სპეციაში" იჯარის წესით გადადის. ყველა დოკუმენტი უკვე ხელმოწერილი და გამზადებულია. [Fabrizio romano].
17:30 | "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ჟოაუ ფელიშისა და ანტუან გრიზმანის ბარტერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა, მხარეებს ესმით, რომ ყველაფრის მოგვარება დღის ბოლომდე ძალიან რთული იქნება. [moillorens]
17:35 | ჟორჟე მენდეში ახლა მოლაპარაკებების პროცესის დასრულებაზე მუშაობს. "ბარსა" და "ატლეტიკო" მოლაპარაკებებს განაგრძობენ. [ESPN]
18:40 | ლისაბონის "სპორტინგი" ნუნუ მენდეშის გაყიდვას დათანახმდა - 19 წლის ფეხბურთელის აგენტი, მიგელ პინიო მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან აწარმოებს, მათ შორის, "ბარსელონასთანაც". [pedromsepulveda]
18:57 | "ბარსელონასა" და საულ ნიგესს შორის არაფერი ხდება. ერთადერთი კლუბი, რომელსაც მისი იჯარით აყვანა სურს (გამოსყიდვის უფლებით), "ჩელსია". ესპანელს "ატლეტიკოდან" წასვლა სურს - მოლაპარაკებები გრძელდება. [fabrizioromano]
18:58 | "ატლეტიკოს" გრიზმანის იჯარით აყვანა სურს, თუმცა, ამ მომენტისთვის, მადრიდელები ჟოაუ ფელიშის გარიგებაში ჩართვას არ აპირებენ. [md]
19:32 | "ატლეტიკო" ყოველთვის ერთ პოზიციას იკავებდა - მადრიდულ კლუბს არ სურს, რომ ფელიშმა კლუბი ახლა დატოვოს. [fabrizioromano]
✅19:33 | სერია A-მ რეი მანაის ტრანსფერი დაადასტურა.
19:37 | ანტუან გრიზმანის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელის "ატლეტიკოში" დაბრუნება გამორიცხული არ არის. [RMCSport]
19:38 | "ატლეტიკო" და "ბარსელონა" გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ჟოაუ ფელიშის გარიგებაში ჩართვა არ განიხილება. [RMCSport]
19:43 | გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებები სწრაფად პროგრესირებს. საუბარია, 50 მილიონი ევროს გადახდაზე. იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" ამას არ დათანხმდება, "ბარსა" ფეხბურთელს იჯარის წესით გაუშვებს. [L'Equipe]
19:59 | "ბარსელონამ" "ლაიფციგს" დანი ოლმოს სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო შესთავაზა - მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია - ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. [MD]
❌ 20:09 | "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის მოლაპარაკებები დასრულებულია. მადრიდელებს გრიზმანის იჯარით აყვანა არ სურთ. [mattemoretto]
20:13 | "ბარსამ" ოლმოს დაუკავშირდა, თუმცა "ლაიფციგს" კლუბისაგან ოფიციალური შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია. მოთამაშე 100%-ით გერმანიაში დარჩება. [SkySports]
✅ 20:15 | ოფიციალურად, ილაიშ მორიბა "ლაიფციგში" გადაბარგდა.
❌20:16 | "ბარსელონას" დანი ოლმოს შეძენის შანსი აღარ აქვს. "ლაიფციგი" დანის თაობაზე შეთავაზებების განხილვას არ აპირებს. [Fabrizioromano]
20:28 | გრიზმანი მზადაა, რომ "ატლეტიკოში" დაბრუნდეს. ფრანგი მადრიდული კლუბისაგან შემოთავაზებას ელოდება. [Sport]
20:54 | "ატლეტიკო" ამჟამად გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით ფინანსებს სწავლობს. [Goal]
✅ 21:00 | "ბარსელონამ" რეი მანაის წასვლა დაადასტურა.
21:12 | "ბარსელონას" კავანის გადაბირების იმედი კვლავ აქვს [gerardromero]
21:22 | დიდიე დეშამი (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი):"ანტუან გრიზმანისა და კილიან მბაპეს მომავალი რამდენიმე საათში გაირკვევა, თუმცა მგონია, რომ ყველაფერი ახლაც ვიცით".
✅21:30 | ოფიციალურად: ემერსონი "ტოტენჰემში" ითამაშებს.
21:38 | "დანი ოლმოს გარემოცვამ მითხრა, რომ "ბარსელონას მისთვის დღეს შეთავაზებით არ მოუმართავს. [Aguilar]
21:46 | "ბარსელონა" სევილიასთან მოლაპარაკებებს ლუკ დე იონგის თაობაზე აწარმოებს. გარიგებაში მირალემ პიანიჩის ჩართვაც განიხილება. [Sport]
❌ 21:48 | "ბორუსიას" ოსკარ მინგესას იჯარით აყვანა სურდა, თუმცა, რონალდ კუმანმა მის გაშვებაზე უარი განაცხადა. [RadioCat]
22:10 | ალექს კოლიადო "ბარსელონას" ტოვებს და "შეფილდ იუნაიტედში" გადადის,. [fabrizio romano]
22:29 | გრიზმანის "ატლეტიკოში" ტრანსფერი გარდაუვალია. კლუბები ხელშეკრულებისათვის სწორი ფორმულის შემუშავებაზე მუშაობენ. [Sky]
22:47 | ფაბრიციო რომანო "ბარსელონას" ლუკ დე იონგის მიმართ ინტერესს ადასტურებს.
❗️22:51 | "ბარსელონამ" ლუკ დე იონგთან პერსონალური პირობები შეათანხმა. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. [fabrizioromano]
22:59 | "ბარსასა" და "ატლეტიკოს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს - დიდი ალბატობით, გრიზმანი მადრიდულ კლუბში იჯარით დაბრუნდება (გამოსყიდვის უფლებით). [fabrizioromano]
23:07 | 3 საათი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე: გრიზმანი "ატლეტიკოს" უახლოვდება, ლუკ დე იონგი კი - "ბარსელონას". [albert_roge]
23:10 | გრიზმანის გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტი დადასტურებული არ არის. "ატლეტიკო" მის ყიდვას ცდილობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. [MatteMoretto]
23:23 | "ბარსელონა" და "ატლეტიკო" შეთანხმებას უახლოვდებიან - გრიზმანი "როხიბლანკოში" იჯარით გადავა, სეზონის ბოლოს კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. [RMCsport]
23:25 | სრული შეთანხმება "ბარსასა" და "ატლეტიკოს" შორის - მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ. ამასთან, კატალონიელები ლუკ დე იონგთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებენ. [fabrizioromano]
✅23:29 | ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ერკულესიდან" 19 წლის ფეხბურთელი, აბდესამად ეზალზული გადაიბირა - კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. მაროკოელი 2024+2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი კი 200 მილიონი ევრო იქნება.
❗️23:30 | გრიზმანი "ატლეტიკოში" გადადის - ყველაფერი შეთანხმებულია [lequipe]
❗️23:50 | "ბარსა" ლუკ დე იონგის გარდა მოლაპარაკებებს სხვა ფეხბურთელთანაც აწარმოებს. [ESPN]
🚨🚨🚨 00:08| ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს შეუერთდა. იჯარა 2022 წლის ზაფზულამდე იქნება გათვლილი. [fabrizioromano]
00:18 |"ის ფაქტი, რომ ბარსა გრიზმანს ატლეტიკოში უშვებს და მას იაფფასიანი ლუკ დე იონგით ანაცვლებს მაფიქრებინებს, რომ კლუბი მომავალ ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება" [Albertroge].
00:24 | გრიზმანის "ატლეტიკოში" დაბრუნების თემა თვეებია მუშავდება. [RMCsport]
🚨🚨🚨00:40 | ლუკ დე იონგის გაოფიციალურება დროის საქმეა. [fabrizio romano]
00:42 | ლუკ დე იონგი ბარსელონას ბოლო შენაძენი იქნება. კლუბი მეტს არავის დაიმატებს. [moillorenes]
00:50 | "სევილიას" ლუკ დეი ონგის იჯარაში თანხის აღება სურს. [ESPN]
01:15 | "სევილია" ლუკ დე იონგის ტრანსფერიდან 1-2 მილიონ ევროს მიიღებს. [cope]
🚨🚨🚨01:33 | ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოში" ტრანსფერი საფრთხეშია. ყველაფერი საულის "ჩელსიში" გადაბარგებაზეა დამოკიდებული, რაც გარკვეულ პრობლემებს შექმნის. [Rac1].
01:35 | ლუკ დე იონგის მიმართ ინტერესს მხოლოდ რონალდ კუმანი იჩენდა. "ბარსას" დირექტორები ნიდერლანდელის შეძენის წინააღმდეგი იყვნენ. თუმცა, დღეს კლუბმა მოლაპარაკებები მაინც დაიწყო. [ESPN]
❗️❗️❗️ 01:39 | "ბარსელონას" ორივე გარიგება ჩაშლის პირასაა. [gerardromero]
01:41 | "ბარსელონასთან დაახლოებული პირებისაგან ვიცი, რომ გრიზმანის ოპერაცია დასრულებული ჯერ არ არის" - SER-ის ჟურნალისტი. [Adria Betis]
01:44 | "ბარსელონას" გარემოცვას ვკითხე, ოპტიმისტურად იყვნენ თუ არა განწყობილი გრიზმანის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშიებით და პასუხად მივიღე: "არა". -SER-ის ჟურნალისტი. [Adria Betis]
❗️❗️❗️01:48 | "ვიმეორებ, ტრანსფერების თაობაზე დასტური გაცემულია "ჩელსისგანაც", "ატლეტიკოსგანაც" და "ბარსასგანაც". მოსაგვარებელი მხოლოდ ქაღალდები დარჩა, რაც უბრალოდ დროის საქმეა" - [fabrizioromano]
02:00 | ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
02:03 | ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი გაითიშა.
02:04 | "ბარსელონას" დირექტორები ჯერაც ოფისში არიან.
02:11 | "ჩელსის" საულის შესაძენად დრო კიდევ აქვს, თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ანტუან გრიზმანისა და "ატლეტიკოსათვის" დახურულია. ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონაში" დარჩება. შესაბამისად,, კატალონიელები ლუკ დე იონგის ტრანსფერსაც ვერ განახორციელებენ.
02:26 | ფაბრიციო რომანო: საულის "ჩელსიში" ტრანსფერი დასრულდა. "ბარსელონას" ანტუან გრიზმანისა და ლუკ დე იონგის ტრანსფერების დასასრულებლად 20 წუთი მისცეს. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
02:36 | ლა ლიგამ გრიზმანის ტრანსფერის დოკუმენტაცია დაადასტურა.
02:46 | "ჩელსიმ" საულის ტრანსფერი დაადასტურა. ველოდებით გრიზმანისა და დე იონგის ტრანსფერების გაოფიციალურებას.
03:05 | ლა ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გრიზმანისა და დე იონგის ტრანსფერების დოკუმენტაცია დროულად წარუდგინეს. ახლა ამ დოკუმენტაციის შესწავლის დროა.
03:25 | ოფიციალურად: ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოში" დაბრუნდა.
04:58 | ლა ლიგა ლუკ დე იონგის ტრანსფერის დოკუმენტაციას ჯერ კიდევ სწავლობს. ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 243 ]