ლუის სუარესს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
"ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, ამის მიზეზი ოთხშაბათს მომხდარი ინციდენტია.
"ბარსელონასა" და "ესპანიოლის" მოთამაშეებს შორის მატჩის მიმდინარეობისას არაერთი დაძაბული მომენტი ვიხილეთ. ერთ–ერთი ინციდენტი, რომლის შემსწრეც შეხვედრის არბიტრიც იყო, ეხება ლუის სუარესს. მსაჯის განცხადებით, ურუგვაელი გვირაბში ელოდებოდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს, სადაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა მიზეზი სუარესის დისკვალიფიკაციისა. მას ესპანეთის თასის მომდევნო 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.
კლუბი აღნიშნულ დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს. სააპელაციო მიმართვაში "ბარსელონა" შეეცდება დაამტკიცოს, რომ სუარესს ის შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გამოუყენებია, რაც მსაჯმა ოფიციალურ ნოტაში ჩაწერა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 167 ]