ალკასერის ბენეფისი - ჰეთ თრიქი, გამარჯვების გოლი 96-ე წუთზე და ბომბარდირობა [VIDEO]
გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩი, რომელშიც "დორტმუნდმა" "აუგსბურგი" დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა, პაკო ალკასერის ბენეფისად იქცა.
"ბარსელონდან" "დორტმუნდში" განათხოვრებულმა თავდამსხმელმა თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
25 წლის ესპანელმა 62-ე წუთზე პირველად გაათანაბრა, მე-80 წუთზე მეორედ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, გამარჯვების გოლი გაიტანა.
7 ტურის შემდეგ ბუნდესლიგას სწორედ "დორტმუნდი" ლიდერობს, ალკასერი კი, რომელმაც 3 თამაშში უკვე 6 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]