"კოკო" მარტინესი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - 7 გოლი ერთ თამაშში

"კოკო" მარტინესი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - 7 გოლი ერთ თამაშში

   "ბარსა" კოპას ნახევარფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდა. ალბათ ყველაზე არასასურველ მეტოქეს ამ ეტაპზე. მათთან შეხვედრა ყოველთვის ფინალში სჯობს. ხოლო, ნახევარფინალში, მით უმეტეს, როცა განმეორებით შეხვედრას გასვლაზე ატარებ, ვერ არის მაინცდამაინც კარგი ამბავი, თუმცა, ფლიკს ვენდობით. 

ისტორია დიდია, მათ შორის კოპა დელ რეიზეც, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ეს ტურნირი არა მეფის, არამედ გენერლის სახელს ატარებდა. ხელისშემშლელი ფაქტორებიც იყო, მაგრამ "ბარსა" მაშინაც ახერხებდა გამარჯვებას. ახლა კი ერთ პარაგვაელ კაცზე მინდა მოგითხროთ, უფრო სწორად, პარაგვაიში დაბადებულზე, თორემ, ესპანეთის ფორმაც მოურგია. 

"კოკო" 

ამ კაცზე ამბავს პირველად 2001 წელს მოვკარი ყური, როცა "ბარსამ" იტალიელი ფრანჩესკო კოკო გაიფორმა, დიდი ვერაფერი ფეხბურთელი, შეუმდგარი ჯანლუკა ძამბრტა. მაშინ დაიწერა "ბარსას" უკვე ჰყოლია ფეხბურთელი, რომელსაც კოკოს ეძახდნენო, თუმცა, ასე დეტალურად არავის უხსენებია, რომ ეს კაცი "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი იყო. 

ეულოჟიო "კოკო" მარტინესმა 257 შეხვედრაში 177 გოლი შეაგდო. "ბარსაში" ექვსი წელი გაატარა და აქედან სამი წლის განმავლობაში (1956-57, 1957-58, 1959-60) კლუბის საუკეთესო ბომბარიდირ იყო, ეს კიდევ არ არის მარტივი ამბავი, რადგან ამ დროს კლუბში ლაზლო კუბალა თამაშობდა. ამბობენ რომ თავდაუზოგავი და მებრძოლი ფეხბურთელი იყო, სამხრეთამერიკული ტემპერამენტით გამორჩეული. "კოკო" ისტორიაში შევიდა იმით, რომ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩვენს საყვარელ "კამპ ნოუზე" შეაგდო გოლი. ეს 1957 წლის სექტემბერში მოხდა, სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, "ბარსას" მეტოქე "ვარშავა" იყო. 

გენერლის თასი 

ამჟამად ცნობილი როგორც კოპა დელ რეი. 1956/57 წლის სეზონში "ბარსა" მერვედფინალში შეხვდა "ატლეტიკოს", მადრიდელებს კიდევ ძალიან ცუდად ახსოვდათ 1953 წლის ნახევარფინალი, მაშინ კოპაზე "ბარსამ" 8:1 დაამარცხა მადრიდელები, პირველი გოლი სეზარ როდრიგესმა შეაგდო, დუბლი შეასრულა ლაზლო კუბალამ, ასევე დუბლი შეასრულა მორენომ, ხოლო სამი გოლი გაიტანა ბასორამ. 

ასე რომ, მადრიდელებს შური ჰქონდათ საძიებელი, ჩავიდნენ ბარსელონაში და ისევ 8:1 წააგეს. ოღონდ, ეს შეხვედრა კიდევ ერთი რამით გამოირჩა, ეულოჟიო მარტინესმა შვიდი გოლი შეაგდო მადრიდელთა კარში. მატჩის მერე ბრაზილიელმა ევარისტომ, რომელიც კლუბის ახალწვეული იყო, ასეთი რამ თქვა - "ამ თავდამსხმელის შემხედვარე წარმოდგენა არ მაქვს "ბარსას" ჩემი დამატება რაში დასჭირდა, ალბათ გასახდელია დასალაგებელი". საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კარგი და სწორი შენაძენი იყო, ევარისტოსა და ეულოჟიოს დიდებული დუეტი ჰქონდათ. 

აღნიშნულ შეხვედრაში მერვე გოლი კუბალამ შეაგდო. 

1956/57 წლების სეზონში, მარტინესმა კოპაზე ექვსი შეხვედრა ჩაატარა და თექვსმეტი გოლი შეაგდო. წარმოუდგენელი მაჩვენებელია, არც ვიცი მსოფლიო ფეხბურთში, ერთი ტურნირის, თანაც, ასეთი მდიდარი საფეხბურთო კულტურის მქონე ქვეყანაში, ვინმეს რაიმე მსგავსი გაებედოს. 

სერია კი ასეთი გამოვიდა: 

"ატლეტიკო" vs "ბარსელონა" - 2:5 ("კოკომ" ერთი გოლი შეაგდო) 

"ბარსელონა" vs "ატლეტიკო" - 8:1 (შვიდი გოლი შეაგდო) 

მეოთხედფინალი: 

"რეალი" vs "ბარსელონა" - 2:2 ("კოკომ" მატჩი გამოტოვა. "ბარსადან" კუბალამ და ბასორამ გაიტანეს, "რეალიდან" დი სტეფანომ დუბლი შეასრულა) 

"ბარსელონა" vs "რეალი" - 6:1 ("კოკომ" პოკერი შეასრულა, თითო-თითო გოლი შეაგდეს კუბალამა და ვილავერდემ) 

ნახევარფინალი: 

"რეალ სოსიედადი" vs "ბარსელონა" - 1:5 ("კოკომ" დუბლი შეასრულა)

"ბარსელონა" vs "რეალ სოსიედადი" - 5:1 ("კოკომ" აქაც დუბლი შეასრულა) 

ფინალი: 

"ბარსელონა" vs "ესპანიოლი" - 1:0 (ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე სამპედრომ გაიტანა. "კოკოს" როგორღაც არ გაუტანია. უცნობია როგორ შეძლო ამის გაკეთება). 

სულ რაღაც 49 წლის 

ასეთი ფეხბურთელი ჰყავდა "ბარსას" და გავიხსენოთ ხოლმე ხანდახან, არ იმსახურებს ჩრდილში დარჩენას. ეულოჟიო 1984 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, 49 წლის ასაკში. 

"ბარსას" შემადგენლობაში ექვს წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 თებერვალი 2025 22:50
    0
    ციტატა: Jorkaeff
    ციტატა: გივი
    ენტონიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რო მანჩესტერი არის სრული სანაგვე , ბეტისში რაც გადმოვიდა თამაშს არ მაზავს ან გოლი გააქვს ან საგოლეს აკეთებს


    ენტონის და ხოილუნდის ნაირო ფაფხურა იგროკებით რო გაავსენ მანჩე მის დროზე მაგიტოა რომ აქვს კარგად საქმე მანჩესტერს.
    P.S სელტას გაუტანა და წუხელ გენტს. მეტი არაფერი უქნია...

    ორი გოლი ვისაც არ უნდა გაუტანო პროგრესია როცა მანამდე 40 მატჩში არ გქონდა გატანილი.
    ფანი [?]
    #6 14 თებერვალი 2025 14:00
    0
    ციტატა: გივი
    ენტონიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რო მანჩესტერი არის სრული სანაგვე , ბეტისში რაც გადმოვიდა თამაშს არ მაზავს ან გოლი გააქვს ან საგოლეს აკეთებს


    ენტონის და ხოილუნდის ნაირო ფაფხურა იგროკებით რო გაავსენ მანჩე მის დროზე მაგიტოა რომ აქვს კარგად საქმე მანჩესტერს.
    P.S სელტას გაუტანა და წუხელ გენტს. მეტი არაფერი უქნია...
    ფანი [?]
    #5 14 თებერვალი 2025 10:26
    0
    როკემ რო აეროპორტში დააგვიანა ნახეთ? არავინ იცოდა სად იყო და რატო დააგვიანდაო. მაგრა შეგვეტენა ეგ ბავშვი
    წევრი [?]
    #4 14 თებერვალი 2025 08:22
    1
    ენტონიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რო მანჩესტერი არის სრული სანაგვე , ბეტისში რაც გადმოვიდა თამაშს არ მაზავს ან გოლი გააქვს ან საგოლეს აკეთებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 თებერვალი 2025 19:49
    2
    ჟუტგლა ხო არ დაგვებრუნებინა ბრიუგედან, ატალანტას გაუტანა.
    ფანი [?]
    #2 13 თებერვალი 2025 19:28
    1
    გუშინ ფეიენოორდის თამაშს ვინც უყურა, იგორ პაიშაო ძაან მაგარი ვინგერია. უოლკერი ასე გამოისვა ტრაკში ადვილი საქმე არაა. ტრანსფერმარკეტზე 17🍋 აქვს. ანუ მაქსიმუმ 40, ნიკოში 80🍋 კი ჯობია, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ნიკო, რაფინია და იამალის ყოფნის შემთხვევაში ნიკო ან რაფინია სკამზე ჯდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 თებერვალი 2025 19:03
    3
    ბარსა სამხრეთ ამერიკელების heart_eyes heart_eyes heart_eyes გარეშე ყოველთვის წარმოუდგენილი იყო და არის ჩემთვის