მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალი დაფრინავს, ბარსა ფინალშია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალი დაფრინავს, ბარსა ფინალშია

   მსაჯი უსტვენს, "ბარსა" ფინალშია. ფლიკი გახარებულია, ფეხბურთელები ზეიმობენ, ლაპორტა მოლოცვებს იღებს. ფინალი კარგია, მთავარი მატჩი კი წინ არის, მთავარი მატჩი ელ კლასიკოა. "ბარსამ" სახლში 4:4 ითამაშა, გასვლაზე 1:0 მოიგო. ისევე როგორც "რეალმა". ასე თანაბარი ძალა აჩვენეს ნახევარფინალში, ოღონდ, "ბარსას" უფრო რთული მეტოქე ჰყავდა. ჰანსკი ფლიკს კიდევ თავისი შვიდი ფინალიდან ყველა მოგებული აქვს. მათ შორის, ესპანეთის სუპერ თასის ფინალი, რომელიც იანვარში გაიფორმა, ესე იგი, მიმდინარე სეზონში არათუ სამი, არამედ ოთხი ტიტულისთვის იბრძვის. 

"ბარსა" დამაჯერებელი იყო, "ატლეტიკოსგან კიდევ ასეთ სუსტ თამაშს არ ველოდი, მატჩი ისე დამთავრდა კარში საერთოდ არ დაურტყამთ, ყველაზე მეტს კი დიეგო სიმეონე მოძრაობდა. ჰანსი ფლიკმა დიეგო ყველგან დაჩაგრა, ფინალშიც თავად გავიდა, ლა ლიგასაც თავად ლიდერობს. "ბარსა" 2025 წელს ისევ დაუმარცხებელია. 

სეზონი კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ლა ლიგის ელ კლასიკო წინ გვაქვს, რომელიც მეტწილად გადაწყვეტს ჩემპიონის ბედს, თასის ფინალის ელ კლასიკო წინ გვაქვს, ხალხი კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ელის ამ სანახაობას. აბა, ვნახოთ რა იქნება. 

პირველი ტაიმი

მსაჯები ისევ შეცდნენ. დასაწყისშივე. ასპილიკუეტა 100% ით გასაძევებელი იყო, გაშლილი ფეხი ჩაარტყა რაფინიას, უკნიდან, ეს კიდევ ყოველთვის წითელი ბარათით ისჯება, დაუძახეს კიდეც მთავარ მსაჯს მონიტორთან, მოდი ნახე რა გააკეთა, ასე რო გაატარე ეგრე სად არისო, მივიდა, ნახა და დამარცხდა. ვერ გადააბიჯა დიეგო სიმეონეს და მადრიდს, თითქოს შეეშინდა წითელის ამოღების. ასეთი თამაში ყოველთვის ისჯება წითელი ბარათით, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს აქილევსთან, განზრახვაც კი დასჯადია. გაფიქრებაც კი. ფეხბურთელმა შეიძლება მოტეხილობას უშველოს (მარადონას კოჭი, მესის ტერფი, ლარსონის წვივი) დაბრუნდეს და უკეთესი გახდეს, შეიძლება მუხლის მყესს უშველოს (სამუელ ეტო'ო) შეიძლება ჯვარედინი იოგის ტრავმასაც კი უშველოს (ზლატან იბრაჰიმოვიჩი) მაგრამ, გაწყვეტილი აქილევსის მერე ყველაფერი სრულდება. ამიტომაც, ფაქტობრივად აკრძალულია ასე თამაში. 

რაფინია გადარჩა, ასპილიკუეტამ ცოტა ზემოთ ჩაარტყა, წვივის კუნთში, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. მსაჯს შეეშინდა და თითქოს მადრიდელებსაც ძალა უნდა მისცემოდათ, მაგრამ "ბარსას" ვერაფერი დააკლეს, განსაკუთრებით კი ვერაფერი დააკლეს ლამინე იამალს, რომელსაც კოჭშიც მაგრად უთავაზეს, ის კიდევ აგრძელებდა თავის დრიბლინგებს, ერთ, ორ, სამ და ხანდახან ოთხ მცველს შორისაც. ზღაპარია. წარმოუდგენლად მაგარი ფეხბურთელია. არც კი მჯერა რომ ასეთი მაგარია. 

ლაპორტა ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ხავიერ ტებასს შუა თითებს უგზავნიდა, როგორც ჩანს, პასუხებიც მოსდიოდა, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში ტელეფონი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ტებასს ზუსტად მატჩის წინ გაახსენდა, რომ "ბარსას" აუდიტს რაღაც სწორად ვერ დაუთვლია და დანი ოლმოს რეგისტრაციის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. მოკლედ, ებრძვიან როგორც შეუძლიათ, მაგრამ ფლიკის გუნდს აწყვეტილი აქვს და ვეღარაფერი აჩერებს. 

გოლი კიდევ იმ კაცმა გაიტანა, რომელზეც წინა მიმოხილვისას ვწერდით, რომ აუცილებლად შეაგდებდა გოლებს, მისი ასეთ კარგ ფორმაში შესვლა შეიძლება გადამწყვეტიც კი გამოდგეს სეზონის ტიტულებით დასასრულებლად. ლევანდოვსკი სკამზე გადაჯდა, თამაში ფერან ტორესმა დაიწყო და ლამინე იამალის გენიალური პასიც კარგად შეირგო. არა, რანაერად მოიხარშა ეს ყველაფერი 17 წლის ბიჭის თავში?! რა ხდება საერთოდ.. რასთან გვაქვს საქმე?! 

მეორე ტაიმი 

მეორე ტაიმის მთავარი თემა სორლოტი იყო, "ბარსელონასთვის" ყველაზე საშიში კაცი მიმდინარე სეზონში, რომელსაც უკვე სამი გოლი აქვს შეგდებული ფლიკის გუნდის კარში. სკამზე დაიწყო და მეორე ტაიმში გამოვიდა, საპასუხოდ არაუხომ კუბარსი შეცვალა. ფლიკმა მიიჩნია, რომ სორლოტს მხოლოდ არაუხო გაუმკლავდებოდა, ასეც მოხდა, ორი დიდი ბიჭის ჯახში გამარჯვება ურუგვაელს დარჩა, ნორვეგიელმა კი მაინც შეაგდო, ოღონდ თამაშგარედან. ერთხელ სუფთად გაიპარა, თუმცა, კარში ვერ მოარტყა, 

ლამინეს კი რა ენაღვლება, დასისხლიანებული ფეხითაც აგრძელებდა დრიბლინგებს. შეცვლაზეც უარი თქვა, არაფერია, ჯანზე ვარო და სიქა გააძრო მცველებს. კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა "ბარსამ", ბოლო პასი აღარ ვარგოდა, ან, საერთოდაც არ კეთდებოდა ეს ბოლო პასი, თავის თავზე იღებდნენ თამაშს ხან ლამინე, ხანაც რაფინია. გოლი კიდევ აღარ გასულა. 

კიდევ ერთი მაგარი მატჩი ჩაატარეს პედრიმ და დე იონგმა. მესამე ნახევარმცველის პოზიცია ისევ ვაკანტურია. ოლმოს მცირე დაზიანება აქვს, ეს რეგისტრაციის ამბავიც გასარკვევია, გავი სკამზე დარჩა და ფერმინს არა უშავდა, უკეთესიც გვინახავს და უარესიც. 

ფლიკმა ფინალი დაიმსახურა. 

ფინალამდე 

კალენდარი რთულია, აბა, წარმოიდგინეთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები შუა თვეში ჩატარდება, თვის ბოლოს კიდევ უკვე ნახევარფინალი იქნება სათამაშო. ასევე, თუ რამე არ შეიცვალა, თვის ბოლოს გაიმართება ფინალური ელ კლასიკო, მომდევნო თვის დასაწყისში კიდევ ისევ ნახევარფინალი და ისევ ელ კლასიკო იქნება, ოღონდ, ამჯერად ლა ლიგაში. 

წავედით, წავედით, წავედით ტიტულებისკენ! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 3 აპრილი 2025 23:49
    1
    კინაღამ გულმა მხია იამალი რო კოჭლობდა რამდენიმე ხანი მეთქი ვსიო დავიღუპეთ და ეგაათქო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #10 3 აპრილი 2025 22:17
    1
    კიდევ არაერთხელ მოიხარშება გენიალური პასები და დრიბლინგები,ზოგადად გენიალური და იდეალური თამაში ამ 17 წლის ბიჭის თავში და ისევ არაერთხელ გაგვაოცებს,ყველაფერი წინ აქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 3 აპრილი 2025 19:54
    0
    რეალთან თუ რომელიმე თამაშის გატეხვაა იყოს კოპას ფინალი. ლა ლიგა და ჩლ უფრო ფასეულია. დავიჯერო ყველა თამაშს მოვუგებთ ამ სეზონში? საოცრება იქნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    [?]
    #8 3 აპრილი 2025 17:51
    3
    ლა ლიგაა ძალების გადანაწილების და ამოსუნთქვის საშუალება, საშინაო თამაშები ნაკლებად ძლიერ გუნდებთან უნდა გავწუროთ 1-0 ები გადახალისებული შემადგენლობით. იამალი 100% ით უნდა დავასვენოთ ბეტისთან, 60 წუთი მაინც. თOრე მაგის ტრავმა და დასრულებულია ოცნება ტრებლზე და დუბლზეც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 აპრილი 2025 17:23
    0
    იამალი მართლა ვერ გააჩერეს, მაგრამ ერთ მომენტში პასი არ გააკეთა, თავის თავზე აიღო თამაში, ეგეც არ არის ცუდი, მაგრამ გოლებს თუ გაიტანს უკეთესი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 აპრილი 2025 16:24
    2
    მადრიდელთაგან ყველაზე მეტს სიმეონე მოძრაობდა-ო, სწორი ხარ ფეოლა ოღონდ ერთი კი არა ორი სიმეონე და მეორემ იმდენი ირბინა უაზროთ რო გასაყვანი გახდა. ისე მამამისივით ჟილკიანია და უკვე აფერისტობასაც ითვისებს, ამის წინა დაპირისპირებაში კუნდეს წამოგება უნდოდა პროვოკაციაზე და იმდენი უჩუჩხუნა ჩუმ-ჩუმად კუნდეს სანამ სამაგიერო არ მიიღო ცხვირში. კი იგორავა მაშინაც ბლომად, მაგრამ მსაჯმა ყველაფერი დაინახა. აი მაშინ რო ყვითელი არ მისცეს გუშინაც განაგრძო თავისი პროვოკაციები. ეს მალე მამამისივით გახდება საზიზღარი მოთამაშე ყველაფერზე წამსვლელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 აპრილი 2025 15:27
    0
    ოლმო დაბრუნდება დარწმუნებული ვარ ძალიან გვჭირდება ეგ კაცი სეზონის ფინიშზე
    წევრი [?]
    #4 3 აპრილი 2025 11:07
    13
    იამალის დონე წარმოუდგენელია, აშკარად უპრეცედენტო ტალანტთან გვაქვს საქმე
    გულშემატკივარი [?]
    #3 3 აპრილი 2025 10:13
    15
    იამალი ცოტა იფრო სერიოზულად მოეკიდოს უნდა საქმეს, ხანდახან ზედმეტი მოსდის
    გულშემატკივარი [?]
    #2 3 აპრილი 2025 10:02
    13
    შევინარჩუნოთ ეს ფორმა როგორმე რა, ამდენი წლის შემდეგ სამივე ტიტული რადარზე გვაქვს
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 აპრილი 2025 09:59
    17
    პედრი და დე იონგი დაფრინავენ
    --------------------
    Little boy from Rosario Santa Fe