”ბარსა” ბოლო 4 წელში მესამედ გავიდა თასის ფინალში

”ბარსა” ბოლო 4 წელში მესამედ გავიდა თასის ფინალში


განმეორებით შეხვედრაში ”ვალენსიას” დამარცხების შემდეგ (2:0) ”ბარსელონამ” 2012 წლის სამეფო თასის ფინალში გასვლა გაინაღდა.

გამარჯვების შემდეგ ”ბარსა” 36-ედ იასპარეზებს თასის ფინალში, სადაც ”ატლეტიკს” დაუპირისპირდება, რომელიც ამ ტურნირში გამარჯვების რაოდენობით მეორეა. ფინალური მატჩი 2009 წლის განმეორება იქნება, სადაც გამარჯვება კატალონიელებმა (1:4) იზეიმეს. ის იყო პირველი ტიტული იმ 13-იდან, რაც გვარდიოლას ერაში გუნდმა მოიგო.

3 ფინალი 4 წელში

სამეფო თასის ფინალში 35 შეხვედრაში ”ბარსა” 25-ჯერ გამარჯვებული დარჩა. პირველი ტიტული მათ შორეულ 1910 წელს მოიგეს, უკანასკნელი 2009 წელს. ამას გარდა ფინალში გუნდმა 2011 წელსაც ითამაშა, თუმცა მადრიდის ”რეალთან” დამარცხდა (0:1). მომდევნო ფინალის ბოლო 4 წელში მესამე იქნება ”ბარსასთვის”.

გვარდიოლას მე-12 ფინალი

მწვრთნელის ამპლუაში მომავალი ფინალი გვარდიოლასთვის მე-12 იქნება. ამჟამად კატალონიელ მწვრთნელს იდეალური სტატისტიკა აქვს. მისმა გუნდმა შესაძლო 16 ტიტულიდან 13-ის მოგება მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.