მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "წმინდა ჟოანის" კიდევ ერთი სასწაული

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "წმინდა ჟოანის" კიდევ ერთი სასწაული

          უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ. გუშინ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომელიც ამავე დროს ესპანეთის ნაკრების მეოთხე მეკარეა. მესამეც კი არ არის, ესე იგი, გულის სიღრმეში საფრთხეს გრძნობს, რომ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩეს. ამას უკვე პარადოქსიც აღარ ჰქვია. მეორე მხრივ, მისი კონკურენტი (თავისი ჭკუით) არის მეკარე, რომელმაც როგორც იქნა მიიღო ნაკრებში პირველი ნომრის სტატუსი, მაგრამ ქარს ატანს ამ ნანატრ საჩუქარს, იმიტომ, რომ კლუბის შეცვლას და მუნდიალზე თამაშს, სკამზე ჯდომა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ყურება ურჩევნია. 

რა ხდება კი მაგრამ?! 

გუშინდელი დერბი სეზონის საუკეთესო მატჩად მონათლეს. მეტწილად ჟოან გარსიას დამსახურებაა, რადგან რაღაც ისეთი ვნახეთ, რაც სეზონის განმავლობაში არ გვინახავს და იქნებ უფრო მეტისაც. სტადიონზე, რომ მაღალი ტემპერატურა იყო ესეც მისი დამსახურებაა. დერბიმ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. გარსია ბარსაში გადასვლის მერე მოღალატედ შერაცხეს და თითი უქნიეს ჩამოხვალ შენ და ნახავ რა დღეში ჩაგაგდოთო, ახლა ის თითი სად არის ნეტავ?! 

პირველივე ტაიმში დაიწყო სასწაულების მოხდენა, შეიძლება ითქვას, რომ რობერტო ფერნანდესს ცხოვრება დაავიწყა. მის დარტყმულზე უბრალოდ გახურდა, ასეთი დარტყმები გარსიას საფრთხეს არ უქმნის, ასეთ დარტყმებზე მხოლოდ "ესპანიოლის" ქომაგები ღელავენ, ჩვენ დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ასე გოლი არ გადის ბარსას კარში. აი მერე კიდევ სასწაული ვიხილეთ, შეიძლება ითქვას სეზონის სეივი. რომერომ ახლო მანძილიდან დაარტყა თავით, დაარტყა საგოლედ, საზეიმოდ, უკვე აღსანიშნად, შერხეულ ბადესაც ხედავდა ალბათ, მაგრამ აიღო გარსიამ, წაარტყა ხელი და აიღო, როგორ და რანაერად მხოლოდ მან იცის, ან, შეიძლება თავადაც არ იცის, შეიძლება თავად ყველაზე მეტად არ იცის რას სჩადის, უბრალოდ გამოსდის ასე, იმიტომ, რომ ღვთისგან მოვლენილი სასწაულია.

არა, უნდა ვითხოვოთ კასილიასისგან ტიტული - წმინდა ჟოანი. 

რას სჩადის ეს კაცი?! 

    არც მეორე ტაიმში მოგვიწყენია, რა მოწყენაზეა საუბარი, გოლი არ გადიოდა და მაინც ამაზე სახალისო მატჩი იშვიათი სანახავია, უმაღლეს ტემპში ითამაშეს, უმაღლეს დონეზე, შექება ეკუთვნით "ესპანიოლის" ფეხბურთელებს, ყველაფერს კარგად აკეთებდნენ, უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ არის, თავს ზემოთ მხოლოდ ჟოან გარსიაა. აბა, როგორ არ უნდა მოგწონებოდა რობერტო ფერნანდესის გარღვევა? შეიგდო ბურთი მარტინსა და კუნდეს შორის, შეასკდნენ "ბარსელონელები" ერთმანეთს ისე როგორც ჰაინცე და პატრის ევრა, დასაფასებელია რობერტოს ბოლო მცდელობაც, ეს უზადო გარღვევა შედევრად ექცია და ლამაზი, მოხდენილი მოძრაობით მეკარეც დაეგდო, მერე კი ცარიელ კარში შეეგორებინა, ვაფასებთ ამას ბარსას ქომაგები, მაგრამ რაღაც ვერ გაითვალისწინა, ბარსას კარში უბრალოდ მეკარე არ დგას, ბარსას კარში ლეგენდარული მეკარე დგას, რომელიც ახლა იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას, გარსიას მისჯილი აქვს, რომ იქცეს ესპანური ფეხბურთის ლეგენდად, ეს გარდაუვალია, ეს აუცილებლად მოხდება, გზა ამისათვის უკვე გაკვალულია, ახლა მხოლოდ ნებისყოფაა საჭირო, რომ ბოლომდე იაროს ამ გზაზე, თორემ სადღაც ზემოთ უკვე ყველაფერი კარგად იციან. 

არ გაატანინა. როგორღაც გამოაძრო. გააგიჟა ფერნანდესი. 

ბარსას არაფერი გამოსდიოდა და ცვლილებები იყო საჭირო. გამოვიდნენ მოედანზე ფერმინ ლოპესი და პედრი, ლევანდოვსკი და დანი ოლმო. უხ, რა ხალხი გვყავს სკამზე. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, ფერმინ ლოპესს ყველაფერთან ერთად სისწრაფეშიც მოუმატებია. ყოველ შემთხვევაში, ამ გიჟურ ტემპში რომ შემოვიდა, თითქოს კიდევ უფრო მაღალ სისწრაფეზე გადაიყვანა თამაში, გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებდა, ბურთითაც სწრაფად მოძრაობდა და გარსიას მერე ყველაზე დიდი წილი მას აქვს გამარჯვებაში. თუმცა, მანამდე "ესპანიოლის" ქომაგებმა გაიხარეს, აქაოდა ჩვენს კარშიც დგას მეკარეო და დმიტროვიჩმაც სასწაული ბურთი გამოაძრო, ერიკ გარსიას აუღო ალბათ ერთი მეტრიდან. სულ გაგიჟდა ეს ხალხი. ვინ იღებს ასეთ ბურთებს?! 

მერე ისევ გარსიას ჯერი მოვიდა. აიღო ყველაფერი რაც მისი კარისკენ წავიდა. დაბალი? მაღალი? ჩამესმა ბორის წიფურიას ხმა. არ აქვს ბორის მნიშვნელობა. ყველაფერი აიღო, დაბალიც, მაღალიც და აუღებელიც. 

მერე კიდევ როგორც იქნა დაისვა წერტილი. ფერმინ ლოპესმა "ესპანიოლი" ცენტრიდან გაარღვია, მესივით არ იარა კაცო?! დატრიალდა რწყილივით და დროული პასიც მისცა დანი ოლმოს, რომელმაც შორეული კუთხისკენ უზადოდ დაატრიალა. ბევრი გოლი გამახსენდა, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ანრის გოლს ჰგავდა "სელტიკის" კარში. გაიხსენეთ, ნახეთ და დამეთანხმებით. 

ეს მატჩი მოგებულია. შესაძლოა, საჩემპიონო მატჩი. ასეთ შეხვედრებს ჩემპიონები იგებენ. ასეთ სამ ქულას ჩემპიონები იღებენ. ასეთი მატჩების მერე აღარ გჯერა, რომ შენი დამარცხება შესაძლებელია. მეორე გოლიც მალევე გავიდა, რობერტ ლევანდოვსკი სულ სამჯერ შეეხო ბურთს და კრიტიკაც დაიმსახურა ამ მოკლე დროში, მაგრამ გასატანი მაინც გაიტანა, თანაც, უმაღლეს დონეზე შეასრულა დარტყმა, მგონი კორპუსიც წაახმარა კარში შესაგდებად. ისევ ფერმინის პასი იყო. ისევ სწრაფად იარა, კარგად დადგა ფეხზე, პენალტზე თამაშს მომენტის დამთავრება ამჯობინა და არ შემცდარა. ყველაფერი გამოვიდა. 

აბა წავედით სუპერ თასზე 

ასეთ ხასიათზე დაიძრება ბარსა სუპერ თასის მოსაგებად. პირველი მეტოქე "ბილბაო" იქნება. და იმედია ამ მატჩის მერე, მეორე მეტოქეზეც დავწერთ. აბა, მოვემზადოთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 4 იანვარი 2026 18:38
    8
    ჩამოთვალე როგორი თვისებები გინდა ქონდეს მეკარესო, რომ გითხრან ვერ ჩამოთვლი, რაც ამ კაცს აქვს, ასეთ მეკარეს რომ მოინდომო ვერ გამოიწერ.
    გულშემატკივარი [?]
    #25 4 იანვარი 2026 18:28
    0
    ციტატა: Barca1980
    როგორ არ დაგწყდეს გული , გარსიას თამაშის შემხედვარეს როდესაც შარშანდელი სეზონი გახსენდება შესნისთან ერთად რა გააკეთა ფლიკმა. გარსია კარებში და კვარასთან დიდი ბოდიში, მაგრამ თასი კამპ-ნოუზე აღიმართებოდა!!! იქოქება გუნდი აშკარად, სეზონის მეორე ნახევარი მგონია რომ ძალიან სტაბილურ თამაშს დადებს ფლიკი და ესეთი მეკარით კარებში და თუ თინეიჯერმაც გაიღვიძაააა ..... ხოოო , ყველაფერი შეიძლება მოხდეს !!! ათწლეულის ტრანსსფერია გარსიას მოყვანა უდავოდ.


    შეიძლება სტაბილურად წავიდეს საქმე ლა ლიგაში მაგრამ ამ დაცვით სამწუხაროდ ლიგაზე ვერ გავიწევთ
    წევრი [?]
    #24 4 იანვარი 2026 18:20
    0
    გამორიცხულია და არც იქნება კარგი,იმიტიმ რომ დანარჩენებს ყველას პერესი აჩმორებს ეს კიდე რაღაცას ფაფხურობს,სხვის ხელში დამიჯერე ესპანეთის ჩემპიონობაც სანატრელი იქნება
    ფანი [?]
    #23 4 იანვარი 2026 18:14
    0
    ლაპორტა წავა რას ფიქრობთ? ამ სეზონის ბოლოს?
    გულშემატკივარი [?]
    #22 4 იანვარი 2026 18:06
    2
    ფლიკს,რომ ახალგაზრდა ლევანდოვსკი და პიკე ჰყავდეს დაცვაში მიაყილებდა ლიგებს😀ამ შემადგენლობით რასაც ეს კაცი აკეთებს არის სასწაული❤️
    Culé [?]
    #21 4 იანვარი 2026 17:19
    6
    ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 4 იანვარი 2026 16:13
    6
    ამ თამაშმა აჩვენა რომ ლალიგა ულაპარაკოდ ჩვენია ისევ ამ სეზონშიც და მაგ ტიტულში მინიმუმ 50% წმინდა ჟოანის დამსახურებაა, ტიპი მეკარეცაა და მცველიც ფაქტიურად ისეთებს ჩადის. ლაპორტ გაახილე თვალები ვინმე მცველი მოიყვანეთ სანამ მოგიკითხეთ შენ და დეკუს ოჯახები, ამ დაცვით ლიგაზე არაფერი გამოვა გარსიამ რაც არუნდა იფრინოს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #19 4 იანვარი 2026 16:05
    7
    და ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მე 23 წლისამ დავანებე თავი ჰუმანას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 4 იანვარი 2026 15:35
    5
    სულ ვიძახდი ფერმინი მუდამ დაგეშილია კარზე, სულ ურტყავს ალბათ როცა ვიგებთ, მაგრამ გადამწყვეტ დროს როცა ქულები იყო გადასარჩენი საკუთარ ამბიციებს შეეშვა და გუნდზეც დაფიქრდა. ორი საგოლე ასეთ თამაშში არც ვიცი რა დავარქვა.

    ციტატა: araujo4
    ესე თუ გააგრძელა რავი სიგიჟე იქნება რო არ გამოიძახოს და არ მგონია ეგ სისულელე ქნას. წარმოიდგინეთ ეს ესპნეთის კარში და მსოფლიოს ესპანეთი იგებს. რეალის ფანებს რა მოუვათ? 🤣 პედრი კუბარსი ფერმინი ფერანი ოლმო იამალი და არაა გამორიცხული გავის გამოძახებაც))

    იმედია მუნდიალის ჩემპიონატის ფინალში მაინც გაუშვებს და ამასაც იმედია ლეო გააკეთებს. რო საბოლოოდ დაამუნჯოს რონალდუ.
    ფანი [?]
    #17 4 იანვარი 2026 15:06
    3
    ესე თუ გააგრძელა რავი სიგიჟე იქნება რო არ გამოიძახოს და არ მგონია ეგ სისულელე ქნას. წარმოიდგინეთ ეს ესპნეთის კარში და მსოფლიოს ესპანეთი იგებს. რეალის ფანებს რა მოუვათ? 🤣 პედრი კუბარსი ფერმინი ფერანი ოლმო იამალი და არაა გამორიცხული გავის გამოძახებაც))
    გულშემატკივარი [?]
    #16 4 იანვარი 2026 14:56
    4
    აი ესეთი მეკარეები მიყვარს თამაშს მარტო რომ იგებენ ძალივს გვყავს გვეღირსა კულეებს ესეთი მეკარე❤️🧿
    Culé [?]
    #15 4 იანვარი 2026 14:15
    10
    დიდი ხანია მეკარის თამაშით ესეთი სიამოვნება არ მიმიღია. სასწაულია წმინდა ჟოანი!
    Culé [?]
    #14 4 იანვარი 2026 14:04
    2
    არა, მაინც ვფიქრობ ვერ გავიწევთ ლიგაზე თუ კარგი ცენტრალური მცველი არ მოიყვანეს ორივე ბავშვია ცენტრში და ორივე გამოუცდელი და თან მარტინს რამდენიმე თამაშია რაც პოზიცია შეუცვალეს და ეგრე როგორც წესი არ ხდება ხოლმე, გამოუცდელი დაცვით დიდი თამაშების მოგება, თუმცა ვნახოთ, რას იზამენ ბავშვები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 4 იანვარი 2026 13:51
    7
    პედრი რომ წააქციეს საჯარიმოში, ეგ მომენტი რატომ დავივიწყეთ?
    Culé [?]
    #12 4 იანვარი 2026 13:47
    6
    როგორ არ დაგწყდეს გული , გარსიას თამაშის შემხედვარეს როდესაც შარშანდელი სეზონი გახსენდება შესნისთან ერთად რა გააკეთა ფლიკმა. გარსია კარებში და კვარასთან დიდი ბოდიში, მაგრამ თასი კამპ-ნოუზე აღიმართებოდა!!! იქოქება გუნდი აშკარად, სეზონის მეორე ნახევარი მგონია რომ ძალიან სტაბილურ თამაშს დადებს ფლიკი და ესეთი მეკარით კარებში და თუ თინეიჯერმაც გაიღვიძაააა ..... ხოოო , ყველაფერი შეიძლება მოხდეს !!! ათწლეულის ტრანსსფერია გარსიას მოყვანა უდავოდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 4 იანვარი 2026 13:34
    5
    ვსიო ფეოლა ვარქმევთ წმინდა ჟოანს დაიმსახურა ულაპარაკოდ ! პირველი სეივი რომეროს თავით დარტყმული ( ვ უპორ ! ) ეგეთი ბურთი ერთი შანსია მეკარეს მოხვდეს ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეკარემ ზუსტი პოზიცია აირჩია და ისიც დამრტყმელთან მანძილი მაქსიმალურად შეამცირა და საუკეთესო შემთხვევაში ბურთი კი არ /ვერ მოიგერია არამედ უბრალოდ მოხვდა ! წმინდა ჟოანი ბოლომდე კარში იდგა და რეაქცია მისცა ! რეაქცია და აიღო რასაც ჰქვია ხელი ისე დაუხვედრა სასწაული ბურთი იყო ! (დღეს დილას გადავახვიე და კიდევ ერთხელ ვუყურე მაგ საიმოვნებას heart_eyes ) მეორე სეივი ერთი ერთზე პრაიმ ოლივერ კანი/ნოიერი იყო იმანაც (რობერტო ფერნანდესი) მომინდომა აქ წმინდა ჟოანის მოტყუება ვის ეფინტავები სიმონ თვალები გაახილე joy joy მესამე სეივი რატომ დაგავიწყდათ ყველას ახლოდან (საჯარიმოში) დარტყმული კუთხეში მიდიოდა თან რა ბურთი ! ერთი ერთში პრაიმ ბუფონი იყო წმინდა ჟოანი heart_eyes
    წევრი [?]
    #10 4 იანვარი 2026 13:25
    0
    დღეს ბეტისის იმედზე უნდა ვიყით?
    Culé [?]
    #9 4 იანვარი 2026 13:08
    8
    პედრის შემდეგ საუკეთესო ტრანსფერია
    Culé [?]
    #8 4 იანვარი 2026 13:05
    4
    ციტატა: walker599
    გარდა იმ გიჟური სეივებისა, პრესინგის დროს რა პასებს აკეთებს ტიპი, ერთ მომენტში ფეხზე ეჯდა ორი კაცი ლამის და ბალდეს მაინც ფეხზე დაასვა ისეთი პასი გაუკეთა. რავიცი ასეთი სრულყოფილი მეკარე იშვიათია

    გამოსვლებზეც
    ფეხზეც
    რეაქციებითაც
    პრესინგზეც
    4 ივე ერთ დონეზე შეეძლოს მე პირადად ნოიერი და ელისონი მახსენდება მარტო. ( ახალი სტიკის მეკარეებს ვგულისხმობ)
    ფანი [?]
    #7 4 იანვარი 2026 12:53
    9
    გარდა იმ გიჟური სეივებისა, პრესინგის დროს რა პასებს აკეთებს ტიპი, ერთ მომენტში ფეხზე ეჯდა ორი კაცი ლამის და ბალდეს მაინც ფეხზე დაასვა ისეთი პასი გაუკეთა. რავიცი ასეთი სრულყოფილი მეკარე იშვიათია