ლეგანესი-ბარსელონა - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ლეგანესთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.
"ლეგანესს" სახლში თამაშის უპირატესობა აქვს.
მეტოქის სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ეს გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს.
"ლეგანესი" რთული მეტოქეა და ამ გუნდთან სტუმრად თამაში ადვილი არ იქნება.
ფრე "ჟირონასთან"? ჩვენი მიზანი, რთული კალენდრის მიუხედავად, ყველა თამაშის მოგება იყო.
წინ ბევრი თამაში გველის. 6 დღეში 3 მატჩს გავმართავთ და ყველა სიტუაცია კარგად უნდა გავაანალიზოთ.
ალბას დასვენება? ბევრი თამაში გველის და მისი დასვენების შანსი გვაქვს. ძალიან რთულია მირანდა გასვლით მატჩებში ვათამაშოთ. თუმცა, ზედიზედ სამი თამაშის ჩატარება ალბასთვისაც რთულია და ყველა სხვა ფეხბურთელისთვისაც.
ლუკა მოდრიჩს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ამ ჯილდოთი საუკეთესო უნდა დაჯილდოვდეს და ჩვენთვის, საუკეთესო ლეო მესია.
ისკომ, შესაძლოა, "ელ კლასიკო" გამოტოვოს? იმედი ვიქონიოთ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. არ გვინდა, რომელიმე ფეხბურთელს პრობლემები ჰქონდეს და იმედი გვაქვს, ის მალე გამოჯანმრთელდება.
მუნირისა და მალკომის თამაში? მალკომმა თამაშის ნებართვა ახლახანს მიიღო. მუნირი გუნდის რეზერვისტია. ხვალ უნდა მოვიგოთ. ამისთვის ყველაზე შესაფერის გუნდს დავაყენებ.
რატომ არ დაესწრო მესი FIFA-ს დაჯილდოებას? როდესაც ღონისძიებას აწყობ, სტუმრების მოწვევაში თავისუფალი ხარ, სტუმრები კი თავისუფლები არიან მოვიდნენ, ან არ მოვიდნენ.
არა მგონია, შეტევის ხაზში როტაციას ხშირად მივმართო. ეს იდეა დიდად არ მომწონს.
ლანგლეს გაძევება? რაც მე დავინახე, ის გასაძევებელი არ იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვიდეორეფერის სისტემა გვაქვს.
რატომ არ ჩამოართვა მესიმ არბიტრს ხელი? ეს საკითხი მხოლოდ ჟურნალისტებს აინტერესებთ.
ვის მივცემდი მე ხმას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე? სამეულს ჩემი გუნდიდან შევარჩევდი.
ბევრი გოლის გაშვება? ვხედავთ, რომ მომატება შეგვიძლია. სივრცეები უნდა შევავსოთ.
კოუტინიო თავდასხმაში? იმ ამ პოზიციაზეც კარგია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]