გვარდიოლა: ”მესიმ თამაში კვლავ საკუთარ თავზე აიღო”
კატალონიური ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუშინდელი მატჩის ანალიზისას ლეო მესი შეაქო, რომელმაც ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.
”ჩვენ კარგი თამაში შევინარჩუნეთ და მთელი მატჩი კონცენტრირებულები ვიყავით. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ჩვენი გუნდი მთელი სეზონის მანძილზე ამ ტემპში თამაშს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ჩვენ ბურთის კარიდან რაც შეიძლება შორს ატანას ვცდილობდით, რადგან ფალკაო შეცდომებს არავის პატიობს. ჩვენი გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა”.
”ჩემი მილოცვა მესის - მან თამაში კვლავ საკუთარ თავზე აიღო. მას 2 გოლი დარჩა გასატანი და ლადისლავ კუბალას გაუთანაბრდება. რაც შეეხება აბიდალს, ის გააფორმებს ”ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს” - დაასრულა გვარდიოლამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]