მესი: ''ისევ გავაგრძელებ რეკორდების დამყარებას''
გუშინ, მესიმ კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა გოლების ''გამოფენა'' ''ატლეტიკოსთან''. მას ამ დროისთვის ''ბარსას'' ფორმით 192 გოლი აქვს გატანილი.
ის მხოლოდ და მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ გატანილი გოლების რიცხვი კიდევ და კიდევ გაიზრდება. მესი გააგრძელებს, რომ შევიდეს ''ბარსას'' ისტორიაში, როგორც საუკეთესო ბომბარდირი. ''El Marcado-თან'' მიცემულ ინტერვიუში ის ნათლად საუბრობს ამ ფაქტზე: ''ეს ჩემი დიდი სურვილია და ამისათვის მე ყველაფერს გავაკეთებ. ბუნებრივია, რომ ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. მთავარია ამის სურვილი გქონდეს. მე კვლავ გავაგრძელებ რეკორდების დამყარებას.
''ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ''
''გუნდმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ტიტულები. ეს ჩვენი ვალია. ხალხი ჩვენგან უფრო და უფრო მეტს მოელის. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მათ ეს სიამოვნება არ მივანიჭოთ. ''ბარსა'' ყველაფერს გააკეთებს ტიტულების შესანარჩუნებლად".
''ატლეტიკო'', მისი საყვარელი მსხვერპლი
მას ''ატლეტიკოს'' წინაარმდეგ 14 გოლი აქვს გატანილი. ამიტომაც მიიჩნევენ ''ატლეტიკოს'' საყვარელ მსხვეერპლად. გუშინდელ შეხვედრაში, როგორც ვიცით მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ''მე გვარდიოლას'' ეპოქაში'' 150 გოლი მაქვს გატანილი".
ახალი შემადგენლობა
მესის მოსწონს ''ბარსას'' ახალ ტაქტიკა, 3-4-3. ამ ტაქტიკამ რამდენიმე შეხვედრაში შედეგიც მისცა კატალონიელებს. '' ეს ტაქტიკაც არ არის ცუდი. ჩვენ ასეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ახლა ასეა საჭირო. როგორც იცით ჩვენ ფეხბურთელები გვაკლია დაცვაში. იმედია ყველაფერი მალე გამოსწორდება".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]