"ბარსელონამ" მინსკის აეროპორტი "შავი გასასვლელიდან" დატოვა

"ბარსელონამ" მინსკის აეროპორტი "შავი გასასვლელიდან" დატოვა

კატალონიის "ბარსელონა" 14:30 საათზე ადგილობრივი დროით, ჩაფრინდა მინსკში, სადაც გამართავს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას "ბატეს" წინააღმდეგ.

 

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" თვითმფრინავი აეროპორტში სახელად "მინსკ-2" ერთი საათით დაგვიანებით დაეშვა. ფეხბურთელებმა და კლუბის ხელმძღვანელობამ საპასპარტო შემოწმება გაიარეს, მოკიდეს საკუთარ ბარგს ხელი და "შავი გასასვლელით" დატოვეს შენობა. გარეთ მათ ავტობუსი დახვდა, რომელმაც ისინი სასტუმროში მიიყვანა. სასტუმროსთან უამრავი გულშემატკივარი და ჟურნალისტი იყო შეკრებილი, მაგრამ კატალონიელებმა მათ იგნორი გაუკეთეს, რათა არ გამოეწვიათ რაიმე სახის არეულობა. საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მშვიდად დაბინავდნენ ჰოტელში.

 

შეგახსენებთ, რომ "ბატე"-"ბარსელონას" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.