პელეგრინი: "ალექსისი "ბარსასაც" და ჩილეს ნაკრებსაც ხეირს მოუტანს"

პელეგრინი: "ალექსისი "ბარსასაც" და ჩილეს ნაკრებსაც ხეირს მოუტანს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და "მალაგას" ამჟამინდელმა ჩილელმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, განაცხადა, რომ "ბარსამ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ალექსისი შეიძინა. ეს ფაქტორი კი წაადგება როგორც კატალონიურ გრანდს, ისე ჩილეს ეროვნულ ნაკრებს. განაცხადა ფეხბურთელის თანამემამულემ "ფიფას" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

 

"ეს ძალიან კარგი ტრანსფერია "ბარსელონასთვის". ის არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დიდი გზა განვლო და აქვს სამწლიანი გამოცდილება იტალიის "სერია ა"-ში თამაშისა. ეს კიდევ უფრო დიდი დამატებითი ძალა იქნება კატალონიური გუნდისთვის, ისევე, როგორც ჩილეს ეროვნული ნაკრებისთვის. ალექსისი ეროვნულ გუნდში გაუზიარებს თანაგუნდელებს საკუთარ გამოცდილებას, რომელსაც ამ უდიდეს კლუბში დააგროვებს". დაასრულა მანუელ პელეგრინიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.