გვარდიოლას ინტერვიუ

გვარდიოლას ინტერვიუ

ხოსეპ გვარდიოლა აპირებს მონაწილეობა მიიღოს "Banc Sabadell"-ის სარეკლამო რგოლში. "ბარსელონას" მწვრთნელი ესაუბრებოდა რეჟისორ ფერნანდო ტრუებას და ეს დიალოგი კატალონიურმა გამოცემა "სპორტმა" ექსკლუზიერად ჩაიწერა. ახლა კი გთავაზობთ დიალოგს...

 

პეპ გვარდიოლა: იცი, რომ ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებულები?

 

ფერნანდო ტრუება: ნამდვილად ასეა, 18 იანვარს...

 

პ: ძალიან გახარებული ვარ ფერნანდო. ყოველთვის ვეუბნები თქვენს ძმას, რომ მოელოცა თქვენთვის დაბადების დღე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ამას არასდროს აკეთებდა.

 

ფ: ასეა... ჩემი პატარა ძმა, ისევე როგორც ჩემი ვაჟიშვილი, ოჯახში ძალიან სერიოზულები არიან, მაგრამ მე ყოველთვის სიგიჟეებს ჩავდიოდი სახლში. ახლა კი სიმართლე მითხარი პეპ, თქვენ თავს მწვრთნელად ხედავდით?

 

პ: 25 წლის ასაკში უკვე მწვრთნელობაზე ვფიქრობდი. მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ფიზიკურ კონდიციები იკარგებოდა და ამიტომ მინდოდა მწვრთნელობა.

 

ფ: მართლა? ანუ თქვენ უკვე აკეთებთ იმას, რისი კეთებაც ყოველთვის გინდოდათ. პეპ, რას ფიქრობთ, რას გააკეთებთ მომავალში?

 

პ: მე იცით როგორ ვმუშაობ? თითქოს ყოველ მეორე დღეს პოსტს ვტოვებ, რადგანაც მინდა ძალიან თავისუფლად ვიგრძნო თავი და ვაკეთო ჩემი საქმე. ასე მომავალსაც უკეთესად ვგეგმავ. ახლა, რომ კონტრაქტი მრავალი წლით გავახანგრძლივო, მოტივაცია და სულისკვეთება დამეკარგება.

 

ფ: ყველაფერი გასაგებია, როდესაც კარგავ სულისკვეთებას, მაშინ ყველაფერი სრულდება. მე არასდროს ვყოფილვარ რელიგიური და ეს ახლაც ასეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც არ უნდა დაკარგო ცხოვრებაში - მოტივაციაა.

 

პ: აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის რაც არის ბედი, ყოველთვის ასრულდება, მაგრამ მოტივაციის გარეშე რთულია მისი ძებნა. ეს არის განძი, რომლითაც შეძლებ გააკეთო ის, რაც გსურს. სწორედ ეს არის ყველაფრის არსი.

 

ფ: დიახ, მაგრამ მე სულაც არ მსურდა პატარაობიდანვე კინორეჟისორობა. 16-17 წლის ასაკში დავიწყე ამაზე ფიქრი, მანამდე კი მსურდა ვყოფილიყავი მწერალი და მხატვარი. ზოგჯერ ყველაფერი სხვაგვარად ხდება. მე მომწონს ის, რომ "მეორმოცე" ცხოვრებაც მაქვს, რომელიც უფრო მრავალფეროვანს ხდის ყველაფერს. როდესაც es დასრულდება, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ მიდიხარ.

 

პ: ჩემთვის, საუკეთესო ჩემი საქმიდან არის ის, რომ დავგეგმო თუ რა უნდა მოხდეს თამაშში. მე მაქსიმალურად ვიყენებ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩემს განკარგულებაშია და ოცნებების ახდენას ვცდილობ.

 

ფ: და რა ხდება ხოლმე? ყოველთვის გიხდება ოცნება?

 

პ: ხშირად და როგორ შეიძლება არ ამიხდეს?

 

ფ: გეგმა ყოველთვის ამართლებს?

 

პ: რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, მაგრამ როდესაც ასეთი კარგი ფეხბურთელები გყავს, ფიქრობ, რომ შეგიძლია ყველანაირი ბარიერი დაძლიო. მე ვცდილობ ისინი დავიცვა, რათა ეს ყველაფერი მათ მომავალზე დადებითად აისახოს. ეს ყველაფერი მოტივაციას მატებს მათ და უჩნდებათ საქმის კეთების სურვილი.

 

ფ: ჩემი სარეჟისორო ჯგუფისა და თქვენი გუნდის საუკეთესო თვისება ისაა, რომ მხოლოდ რჩეული ხალხია შეკრებილი. ეს ძალიან კარგია.

 

პ: დიახ, ნამდვილად ასეა, მაგრამ სირთულეები მაინც არის.

 

ფ: ასეა, რადგანაც შენ უნდა იყო კარგი ფსიქოლოგი, გქონდეს მათთან დიალოგები, აუხსნა ყველაფერი და შენი აზრი ყველამდე მიიტანო.

 

პ: მართალია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ერთი და იგივე მიზნისთვის უნდა იბრძოდეს. ჩვენ მათ უკან ვიმყოფებით და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მათ საუკეთესო უნდა გააკეთონ.

 

ფ: მე ჩემს მსახიობებს ყოველთვის ერთნაირად ვესაუბრები. როგორი უნდა იყოს მათთან საუბრის მეთოდი? ყველა ადამიანი განსხვავებულია და ისინი კარგად უნდა შეისწავლო.

 

პ: მითხარით ფერნანდო, ფიქრობთ, რომ ხართ ისეთი ადამიანი, რომელსაც არ მოგბაძავენ ახალგაზრდები?

 

ფ: მე ვფიქრობ ახალგაზრდები გადაფასებულები არიან. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც ახანგაზრდები ხშირად იკვიატებენ რაღაცეებს. მოხუცებს სურთ, რომ იყვნენ ახალგაზრდები. ყველაფერი კეთდება მათთვის: მოდა, ფილმები, ვიქენდის გასართობები. ეს არ მესმის, ახალგაზრდაც ისევე ცხოვრობს, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. ჩემი აზრით, ხანში შესულ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგანაც მათ აქვთ უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდებს უზიარებენ. ახალგაზრდობა ძალიან საშიში და ფაქიზი პერიოდია.

 

პ: შესაძლებელია, გავიგე რისი თქმაც გსურს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა თაობის ახალგაზრდობა ერთნაირია. ყველაფერი მაინც საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

 

ფ: დიახ, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ როდესაც ვმუშაობთ ფილმზე, აუცილებლად ვითვალისწინებთ იმას, რომ ფილმის ნახვა შეეძლოს ყველა თაობის წარმომადგენელს, იქნება ეს 18 წლის, 20 წლის თუ ხანში შესული ადამიანი. ეს მიმაჩნია სწორ მიდგომად.

 

პ: მაგალითად გეტყვი იმას, რომ ესპანელი მწვრთნელი, ხავიერ კლემენტე, წავიდა ერაყში სამუშაოს გასაგრძელებლად, კამაჩო კი, რომელიც მადრიდის "რეალს" ედგა სათავეში, ჩინეთში. სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველაფერი მწვრთნელის ნებაა და არა სხვისი.

 

ფ: მე თქვენ კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ფრანგმა მსახიობმა ბელმონდომ, რომელიც არის 81 წლის, გააკეთა ყალბი ფილმი. ამაზე ჩემი მეგობარი გაბრაზდა და თქვა, რომ მან ყველაფერი ეს ფულისთვის გააკეთა. თან საკუთარ თავს ეკითხებოდა რაში ჭირდებოდა ფრანგს ფული, რომელიც ისედაც მრავლად ჰქონდა. ბელმოდნომ კი უპასუხა, რომ იგი მიდიოდა კინოინდუსტრიიდან და ამით ერთგვარი დამშვიდობება გამოუვდა. რამდენიმე კინომცოდნემ კი ეს ფილმი ბრწყივნალედ შეაფასა, არა იმიტომ, რომ ფილმს რაიმე განსაკუთრებული შინაარსი ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ბელმონდომ ამ ფილმში სული და გული ჩადო.

 

პ: მართალი ბრძანდებით, ჩვენ ყველა ასაკის ადამიანი გვჭირდება, სხვაგვარად ვერც ინდივიდუალურად და ვერც გუნდურად წარმატებას ვერ მივაღწევთ. უფროსები პატარებს რჩევა-დარიგებებს აძლევენ, რომელსაც ისინი ითვალისწინებენ, სწორედ ესაა პროფესიონალიზმი.

 

ფ: მაგალითად ეკონომკური კრიზისის დროს მე ბავშვებს ვეუბნებოდი, რომ შეიძლებოდა ძალიან ცუდი დრო დამდგარიყო, რადგანაც მთავრობასა და ეკონომიკურ  განყოფილებებს აღარ ჰქონდათ შემოსავალი. ეს სწორად მიმაჩნია, რადგანაც ბავშვობიდანვე უნდა იცოდე რა გელის.

 

პ: სწორი გზაა, მათ უნდა იბრძოლონ მომავალში იმისთვის, რომ ეკონომიკურად წინ გაგვიძღვნენ. ეს იქნება შედეგი.

 

ფ: ჩემი აზრით, ყველამ უნდა გამოსცადოს გაჭირვება რეალურ ცხოვრებაში. ამ სიტუაციაში რა არის შენი გეგმა?

 

პ: წარმოდგენა არა მაქვს. თუ ადამიანს უყვარხარ და გენდობა, ყველაფერი შეიძლება გააკეთო მისთვის. ჩემს პროფესიაში უნდა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც არის გუნდისთვის უკეთესი და არა შენთვის. ახლა შენი ჯერია, რა გეგმები გაქვს?

 

ფ: ჩემი გეგმა ისაა, რომ მეგობრებთან ერთად გავაგრძელო საყვარელი საქმიანობა. ვისაუბრო, ვჭამო მათ გარემოცვაში და გავუმკლავდე სირთულეებს. ძალიან მიყვარს ღვინო.

 

პ: ძალიან მშია და არ გინდა ვჭამოთ?

 

ფ: რა თქმა უნდა, მბრძანებელო! წავიდეთ...

 

პ: ახლა ავდგეთ და მოვეფეროთ ჩვენს საუკუნეს...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.