მესის პირველი ინტერვიუ

მესის პირველი ინტერვიუ

ლეო მესის 2003 წლის ნოემბერში "ბარსელონას" ტელევიზიამ ინტერვიუ ჩამოართვა, ეს იყო არგენტინელის პირველი ინტერვიუ. იგი "ხუვენილ ა" – ში თამაშობდა და "ბარსელონა ბ" – ს უახლოვდებოდა. 

როგორია თქვენი წლევანდელი სეზონი ? 

შესანიშნავი .შარშანდელთან შედარებით ნამდვილად მოვუმატე, მე კიდევ შემიძლია მომატება. ახლა თუ მეორე გუნდში გადავედი ნამდვილად უფრო შევეცდები თავის გამოჩენას.

თქვენ სულ რამდენიმე დღის წინ მოაწერთ პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს, როგორი შეგრძნებაა? 

დაახლოებით ერთი კვირის წინ. მე ახლა უფრო სერიოზულად ვფიქრობ მომავალზე. ეს კონტრაქტიც ამის დამადასტურებელია, რომ მე უფრო და უფრო უკეთესი ვხდები და ვიზრდები.

როგორი შეგრძნებაა როდესაც ასეთი დიდი გუნდი გიდებს კონტრაქტს 16 წლის ასაკში ? 

ნამდვილად კარგი. ზოგ ფეხბურთელს 18 – 19 წლისას უხანგძლივებენ კონტრაქტს, ჩემს შემთხვევაში ეს 16 წლის ასაკში მოხდა. შესანიშნავი შეგრძნებაა.

თქვენი გუნდი ცესკმა დატოვა,  თქვენს წასვლაზეც ალაპარაკდნენ, სიმართლეა ეს ყოველივე ? 

ყველა ფიქრობდა, რომ მეც უნდა წავსულიყავი, ანუ გავყოლოდი ფაბრეგასს, ამის დიდი შესაძლებლობა იყო, მაგრამ მე აქ დავრჩი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. 

ახლა უკვე თავს კარგად გრძნობთ გაქვთ პროფესიონალური კონტრაქტი, ახლა უფრო გაგიადვილდებათ თამაში ? 

ალბათ კი. მე ახლა უფრო დაწყნარებული ვარ და მიზანი უკვე დასახული მაქვს, იმედი მაქვს ამ კლუბში დიდი ხნის განმვლობაში დავრჩები.

ეს თქვენთვის მეოთხე სეზონია აკადემიაში. გაგიადვილდათ წესების შეთავსება? 

წლიდან წლამდე მე უფრო და უფრო უკეთესი ვხდები და ვიზრდები. პირველ სეზონში ცოტა არ იყოს ამ ყველაფრის გათავისება გამიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეჩვიე.

ცნობილია, რომ თქვენ კარგად შეგიძლიათ აკენწლოთ პატარა ბურთები, ფორთხოხლები და ასე შემდეგ...

(იცინის) დიახ, მართალია. არგენტინაში ყოფნისას ვერთობოდი პატარა ბურთებით და ფორთოხლებით.

რამდენი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ ეს ? 

ფორთოხალით დაახლოებით 60, ხოლო პატარა ბურთით 140 (იგულისხმევა ჩოგბურთის ბურთი).

გიყვართ ბურთი ? 

ჩემს ოჯახში ფეხბურთს და ბურთს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მე სამი წლიდან ვაგორებ ბურთს.

თქვენს მამასთან შეგიძლიათ ისაუბროთ ფეხბურთზე დიდი ხნის განმავლობაში, მართალია ? 

დიახ ასეა. ჩემს ოჯახში ფეხბურთი ძალიან უყვართ, განსაკუთრებით მამაჩემს, იგი ყოველთვის გვესაუბრებოდა მე და ჩემს ძმას ფეხბურთის შესახებ.

მთელი ოჯახი "ოლდ ბოის" – ის გულშემატკივარია ? 

დიახ, ასეა.

ესეიგი სახლში სადუსკუსიო თემები უამრავად არის. 

შეიძლება ითქვას. 

ხშირად თქვენ ნახევარმცველად თამაშობთ, ხომ ასეა? 

დიახ, მაგრამ შემტევ ნახევარმცველს, მიყვარს მარჯვენა ფლანგზე თამაში. ცენტრში თამაშზეც არ ვამბობ უარს.

მაინც სად გირჩევნიათ თამაში? 

სადაც მწვრთნელი დამაყებს. 

თქვენ ძალიან კარგი წინა სეზონი გქონდათ, ხომ ასეა? 

დიახ. ნამდვილად კარგი სეზონი მქონდა, 36 გოლის გატანა შევძელი.

ნახევარმცველის ამპლუასთან შედარებით ნამდვილად ბევრი გოლი გაგაქვთ და საგოლე გადაცემებშიც არ მოიკოჭლებთ. 

ძალიან მიყვარს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. მომწონს გუნდური თამაში.

გოლი თქვენთვის ბევრს ნიშნავს?  

პირველ სეზონში ნამდვილად ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ახლა პირველ პლანზე გუნდური თამაშია ჩემთვის. 

ყველა ფიქრობს, რომ თქვენ პირელ გუნდს ისე მოევლინებით, რომ ამის წინათგრძნობა არავის ექნება. რონალდინიოს ტრავმის შემთხვევაში მზად ხართ იგი შეცვალოთ ?

დიახ.  

რას ფიქრობთ, ერთი წლის , წლინახევრის შემდეგ მესი სად იქნება? 

მესი "ბარსელონაში" იქნება. ვიმედოვნებ, რომ ამ დროისთვის უკვე მეორე გუნდში ვიქნები და პირველი გუნდში თამაშსაც მოვსინჯავ.

მესი შეიცვალა ამ ოთხი წლის განმავლობაში ? 

მე, როგორც ფეხბურთელი გავიზარდე.

თქვენ ახლა "ბარსელონას" ტელევიზიაში ხართ. რას იზავდით აქედან ,რომ პირდაპირ "რეალის" წინააღმდეგ თამაში მოგიწიოთ ? 

სიმართლე გითხრათ ძალიან ვინერვიულებდი. ვეცდებოდი რაც შეიძლება კარგად მეთამაშა.

 

ინტერვიუ ჩაწერილია 2003 წლის ნოემბერში 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.