მესი ევროპაში მესამეა

მესი ევროპაში მესამეა

ლეო მესი გავიდა მესამე ადგილზე ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში, რომელიც მოიგო "მილანის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა – კაკამ.

მეორე ადგილზე გავიდა "მანჩესტერ იუნაიტედის” კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც დააგროვა 277 ხმა, 22 ხმით მეტი, ვიდრე მესიმ. რაც შეეხება კაკას, მან დააგროვა 444 ქულა და მეორე ადგილს დიდი სხვაობით გაასწრო. თავის მხრივ მესიმ მეოთხე ადგილზე ფროგბასაც დიდი სხვაობით გაასწრო, "ჩელსის” კოტ დ’იუარელმა თავდამსხმელმა მხოლოდ 108 ქულის მოპოვება შესძლო. მე–12 ადგილზე გავიდა რონალდინიო, რომელმაც მხოლოდ 18 ქულის მოგროვება მოახერხა. 7 ქულით მე–19 ადგილზე იმყოფება ტიერი ანრი, მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა სამუელ ეტო’ომ და სხვა მრავალ ფეხბურთელებთან ერთად 30–ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მოპოვებული ოქროს ბურთის რაოდენობით "ბარსელონა” ევროპულ კლუბებს შორის მეხუთე ადგილზეა. უკანასკნელი "ბარსას” ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო, არის რონალდინიო, რომელმაც ეს 2004–05 წლებში გააკეთა. მანამდე ოქროს ბურთ მოგებული აქვთ რივალდოს (1999), სტოიჩკოვს (1944), კრუიფს (1974) და ლუის სუარესს (1960).

წყარო: www.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.