უილშირი: "არსენალის" კარი ფაბრეგასისთვის ყოველთვის ღია იქნება"

უილშირი: "არსენალის" კარი ფაბრეგასისთვის ყოველთვის ღია იქნება"

"არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი თვლის, რომ თუ როდესმე სესკ ფაბრეგასი გადაწყვეტს "ბარსელონადან" კვლავ ლონდონში დაბრუნებას, "მეთოფეების" გულშემატკივრები მას დიდი სიამოვნებით მიიღებენ.

 

"მე კვლავ მაქვს კონტაქტი ფაბრეგასთან. მან ჩემი ოპერაციის მეორე დღესვე მომწერა და მომიკითხა. ჭორები იმის შესახებ, რომ სესკი "ბარსელონაში" აპირებდა გადასვლას დიდი ხნის მანძილზე დადიოდა და ვიცოდით ადრე თუ გვიან იგი დატოვებდა "არსენალს". წელს მან თავის ქვეყანაში დაბრუნება ისურვა და არსენ ვენგერმაც მისი გაშვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უბრალოდ არ გაქვს უფლება ფეხბურთელს ასეთ რაღაცაში შეუშალო ხელი. 6 წლის მანძილზე ფაბრეგასი "მეთოფეების" ერთ-ერთი მთავარი წამყვანი მოთამაშე იყო და მან ბევრი სახეირო რამ გააკეთა გუნდისთვის. შეიძლება ითქვას, რომ სესკი ნამდვილი ლეგენდაა "არსენალის" და მომავალში თუ მოისურვებს აქ დაბრუნებას გულშემატკივრები დიდი სიყვარულით შეხვდებიან მას." -განაცხადა ახალგაზრდა ტალანტმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.