ნოლიტო: "ბარსელონასი" დიდი მადლობელი ვარ"

ნოლიტო: "ბარსელონასი" დიდი მადლობელი ვარ"

ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელმა მანუელ აგუდო ნოლიტომ განაცხადა, რომ რასაც იგი დღეს აღწევს, ეს ყველაფერი კატალონიის "ბარსელონას" დამსახურებაა, სადან მან გაატარა საფეხბურთო კარიერის საწყისი წლები.

ნოლიტო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში 2010/11 წლების სეზონში ირიცხებოდა და ხოსეპ გვარდიოლამ მას ორ წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მან პეპი უარით გაისტუმრა და პორტუგალიაში გადაბარგება ამჯობინა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი "ბენფიკაში" თამაშით. ამის გამო "ბარსელონას" უნდა ვუმადლოდე, რადგან სწორედ ამ გუნდმა ჩამომაყალიბა, როგორც ნამდვილ მოთამაშედ. რაც შეეხება კატალონიელთა დუბლების ყოფილ მწვრთნელ ლუის ენრიკეს, მას უდიდეს პატივს ვცემ და ჩემს ნათლიას ვეძახი ფეხბურთის სამყაროში. იგი ძალიან დამეხმარა და გვერდში მედგა საჭირო მომენტებში." -განაცხადა ნოლიტომ მადრიდულ გამოცემა "მარკასთან" ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.