"ბარსელონა" მეკარეს ეძებს
კატალონიის "ბარსელონამ" დაიწყო მეკარის ძებნა. როგორც მოგეხსენებათ, პინტოს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და არავინ არ აპირებს 36 წლის გოლკიპერს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. სწორედ ამიტომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს რამდენიმე ვარიანტს. ერთ-ერთი მათგანი ლონდონის "არსენალის" კარის დარაჯი, ვოიცეხ შესნია, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერების" გამოცდილებიდან გამომდინარე (იგულისხმევა "მეთოფეებისგან" ფაბრეგასის შეძენა, რისთვისაც მათ წლების მანძილზე იბრძოლეს) არ აპირებენ მასზე დროის კარგვას.
ძალიან კარგი ვარიანტია იტალიური "ბრეშიას" გოლკიპერი ნიკოლა ლეალი. იგი 18 წლისაა და ამ სეზონში თავისი გუნდის მაისურით "სერია ბ-ში" 5 შეხვედრა ჩაატარა. კიდევ ერთი, ვისაც "ბარსელონა" აკვირდება, გახლავთ ნიკოლაი მიხაილოვი, ჰოლანდიური "ტვენტეს" ბულგარელი მეკარე. მას 23 წელი შეუსრულდა და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ასე რომ დაველოდოთ და ვნახოთ, ვის შეიძენს კატალონიელთა ხელმძღვანელობა პინტოს შემცვლელად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]