აგენტი: "არ გამიკვირდება, თუ "ბარსა" მართლა იყიდის ლეალის"

აგენტი: "არ გამიკვირდება, თუ "ბარსა" მართლა იყიდის ლეალის"

აგენტი გრაციანო ბატისტინი, რომელიც იტალიური "ბრეშიას" გოლკიპერის, ნიკოლა ლეალის ინტერესებს იცავს, არ გამორიცხავს მისი კლიენტის "ბარსელონაში" გადაბარგებას. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელები დიდი ხანია ეძებენ პინტოს შემცვლელს, რომელსაც კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და 36 წლის მეკარეს რა თქმა უნდა აღარ გაუხანგრძლივებენ. სწორედ ამიტომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას სასწრაფოდ ვიქტორ ვალდესის დუბლიორი ესაჭიროება.

 

"თუ "ბარსელონა" დაადასტურებს ინტერესს ლეალისადმი, ეს არ გამიკვირდება, რადგან ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდა და ტალანტით სავსე მოთამაშეებს. რაიმე სახის შემოთავაზება რომ მივიღოთ კატალონიიდან, მე და ჩემი კლიენტი დავილაპარაკებთ და სავარაუდოდ დადებით პასუხს გავცემთ მათ." -ციტირებს ბატისტინის სიტყვებს იტალიური გამოცემა calciomercato.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.