გუნდი სრულ მზადყოფნაშია! (+ვიდეო)

გუნდი სრულ მზადყოფნაშია! (+ვიდეო)

კატალონიის "ბარსელონას" დაუბრუნდა ყველა ფეხბურთელი, რომლებიც წასულები იყვნენ თავიანთი ქვეყნის ღირსების დასაცავად. როგორც მოგეხსენებათ, ევროპელები ორი დღის წინ დაბრუნდნენ, ხოლო სამხრეთ ამერიკელები: ლიონელ მესი, ხავიერ მაშერანო, ადრიანო კორეია და დანიელ ალვესი გუნდს გუშინ შეუერთდნენ.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" უკვე მოასწრეს "სიუტატ ესპორტივაზე" სანტანდერის "რასინგთან" დაპირისპირების წინ ვარჯიშის ჩატარება. ასევე დაბრუნდა ალექსის სანჩესიც, რომელიც ჩილეში გადიოდა რეაბილიტაციის კურსებს. მას გვარდიოლა თბილად შეეგება. ალექსისმა ზედმეტი დატვირთვის გარეშე მიიღო ვარჯიშში მონაწილეობა.

ასევე საინტერესოა ისიც, რომ ლიონელ მესიმ "სიუტატ ესპორტივაზე" ყოფნისას სურათები გადაიღო ბავშვებთან, რომლებიც მას ეტრფიან. დანარჩენი თავად იხილეთ ვიდეოში.

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.